ღირსი დომენტი ფილოთეველი (XVI) - 07 (20) აგვისტო
ღირსი დომენტი ფილოთეველი (XVI) - 07 (20) აგვისტო
ღირსი დომენტი XVI საუკუნეში ცხოვრობდა და ათონზე, ფილოთეოსის მონასტრის მახლობლად განდეგილობდა.

თავისი წმინდა ცხოვრებისთვის ღვთისგან სასწაულქმედების მადლი მოიხვეჭა, მისი სულიერი წინამძღვრობით წმინდა დამიანემ (ხსენება 14 თებერვალს) სამ წელიწადს იცხოვრა იქ, ღვთის სიტყვის საქადაგებლად კი შემდეგ თესალიას გადავიდა.

მარტოდ შთენილმა წმინდა მამამ, რომელსაც ანგელოზნი გარეშემოერტყნენ, მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1