ღირსი იპერექია (IV) - 07 (20) აგვისტო
ღირსი იპერექია (IV) - 07 (20) აგვისტო
წმინდა იპერექია ეგვიპტის უდაბნოში IV საუკუნეში იღვწოდა და ფრიად წარემატა ასკეტურ ღვაწლში. იტყოდა: - მორჩილება - მონაზვნის მშვენებაა. ვინც იგი მოიხვეჭა, უფალს სათნოეყო, მისი ლოცვა შესმენილ იქნება და არ შერცხვება ჯვარცმულის წინაშე, რადგან თავად ჯვარცმული აღსასრულამდე მორჩილი იყო. კიდევ იტყოდა:

- გველმა ჩურჩულით განდევნა ევა სამოთხიდან. ვინაც მოყვასზე აუგს იტყვის, იმ გველს ემსგავსება, რამეთუ იმის სულსაც ღუპავს, ვინც უსმენს და საკუთარსაც.

მონაზონს ძალუძს, გამუდმებული ლოცვით დღე ღამედ აქციოს, საკუთარი გულის შემუსვრით კი ცრემლს გამოიწურავს და ზეციურ წყალობას მოიხვეჭს.

შენი ფიქრი მუდამ ცათა სასუფეველში უნდა ჰგიებდეს და მაშინ მოიხვეჭა კიდეც მას.

ბეჭდვა
1კ1