წმინდა თეოქტისტე, ჩერნიგოვის ეპისკოპოსი (+1123) - 05 (18) აგვისტო
წმინდა თეოქტისტე, ჩერნიგოვის ეპისკოპოსი (+1123) - 05 (18) აგვისტო
ეს წმინდა მამა XI საუკუნეში, კიევ-პეჩორის ლავრაში შემონაზვნდა, როდესაც სავანეს ღირსი თეოდოსი (ხსენება 3 მაისს) წინამძღვრობდა.

მისი ამქვეყნიდან განსვლის შემდგომ, 1103 წელს, ძმობამ იღუმენად თეოქტისტე აირჩია.

ამ ღვაწლმრავალმა და ბრძენმა მოღვაწემ მრავალი ღვთივსათნო საქმე აღასრულა, მონასტერს სატრაპეზო აუგო, ვიშგოროდს კი - წმინდა ბორისისა და გლების პატივად ტაძარი აღაშენა, სადაც მათი წმინდა ნაწილნი გადააბრძანა.

თეოქტისტეს, როგორც ბრძენსა და კეთილ მწყემსს, უდიდეს პატივს მიაგებდნენ და მალე ჩერნიგოვის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. იგი დიდი მთავრის, დავით სვიატოსლავის ძის და მისი მეუღლის სულიერი მოძღვარი გახლდათ, სწორედ მისი კეთილისმყოფელი გავლენით აღიკვეცა მათი ძე, სვიატოსლავ-პანკრატი, რუს თავადთაგან პირველი, ნიკოლოზის სახელით მონაზვნად.

ღირსი თეოქტისტე 1123 წელს მიიცვალა.

* * *

ხსენება მოწამეთა: ევდოკია შიკოვასი, დარია სიუშინსკაიასი, დარია ტიმოლინასი, მარიამისა (+1919), მღვდელმოწამისა სიმეონისა (შლეევი), უფიმის ეპისკოპოსისა (+1921), მღვდელმოწამისა იოანე სმირნოვისა, დიაკონისა (+1939)

ბეჭდვა
1კ1