წმინდა ევსები, ვერჩალელი ეპისკოპოსი (+371) - 01 (14 ) აგვისტო
წმინდა ევსები, ვერჩალელი ეპისკოპოსი (+371) - 01 (14 ) აგვისტო
ეს წმინდა კაცი IV საუკუნეში, სარდინიაში დაიბადა, მოგვიანებით კი - რომს გადავიდა, სადაც წმინდა ათანასე ალექსანდრიელს დაუმეგობრდა, იმ დროს რომს გადასახლებაში რომ იმყოფებოდა (339-342 წლები).

345 წელს ევსები პიემონტში ვერჩალის მღვდელმთავრად აკურთხეს. წმინდა მამამ მტკიცედ იუარა ნეტარი ათანასეს საწინააღმდეგო წერილის ხელმოწერა, რის გამოც იმპერატორმა კონსტანც მეორემ პალესტინის კალაქ სკვითოპოლს გადაასახლა, სადაც არიანელი ეპისკოპოსი, პარტოფილე მუდმივად შეურაცხყოფდა და ამცირებდა.

გარკვეული ხნის შემდგომ ნეტარს გადასახლების ადგილად კაპადოკია განუჩინეს, მოგვიანებით კი - თებე, სადაც მრავალ საკვირველ მოღვაწეს შეხვდა.

იმპერატორის გარდაცვალების შემდგომ ევსები გადასახლებიდან დაბრუნდა და ალექსანდრიის საეკლესიო კრებაშიც (362 წელს) მიიღო მონაწილეობა, შემდგომ კი ანტიოქიას იმ სქიზმის ამოსაძირკვად მიაშურა, იქაური მორწმუნენი რომ დააბრკოლა.

თუმცა, მის მისიას შედეგი არ მოჰყოლია, იტალიას დაუბრუნდა და პუატის მღვდელმთავარ, ნეტარ ილარისთან (ხსენება 13 იანვარს) ერთად იწყო ბრძოლა არიანელთა წინააღმდეგ.

ნეტარმა მამამ 371 წელს ღვთივ განისვენა.

ბეჭდვა
1კ1