წმინდა ტიმოთე საკვირველმოქმედი, პროკონესელი ეპისკოპოსი (VI) - 01 (14 ) აგვისტო
წმინდა ტიმოთე საკვირველმოქმედი, პროკონესელი ეპისკოპოსი (VI) - 01 (14 ) აგვისტო
წმინდა ტიმოთე VI საუკუნეში, იმპერატორების: იუსტინე პირველისა (518-527 წლები) და იუსტინიანე პირველის (527-565 წლები) ჟამს ცხოვრობდა, ღვთივსათნო ცხოვრების გამო მარმარილოს ზღვის კუნძულ პროკონესის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი.

ახალნაკურთხ მღვდელმთავარს იქაურობა ფრიად სავალალო დღეში დახვდა: - მოსახლეობის უმრავლესობას ძარცვისა და ბრაკონიერობისათვის მიეყო ხელი, მათ მოსაქცევად კი ნეტარს უზარმაზარი ძალისხმევა დასჭირდა.

ასკეტი და დიდად მლოცველი მორჩილად დაითმენდა მტერთა ცილისწამებას და ინტრიგებს, ლოცვით დაიხსნა იმპერატორ იუსტინიანეს შეპყრობილი ქალიშვილი და მოკლე ხანში მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

მადლიერმა დედოფალმა, თეოდორამ მის პატივად მონასტერი აღაშენა და ნეტარი ტიმოთეს წმინდა ნაწილნიც იქ გადააბრძანა.

მიუხედავად იმისა, რომ ტაძარი მრავალი საუკუნის წინ დაიქცა, მორწმუნენი დღემდე სიყვარულით მიაგებენ პატივს ნეტარი მამის სამარეს.

ხატის წყარო:

.............................

ხსენება ღირსისა რუბილე განდეგილისა (IV) - 01 (14 ) აგვისტო

ეს წმინდა მამა მეოთხე საუკუნეში, სირიაში ცხოვრობდა.

ბეჭდვა
1კ1