მართალი ევდოკიმე კაპადოკიელი (IX) - 31 ივლისი (13 აგვისტო)
მართალი ევდოკიმე კაპადოკიელი (IX) - 31 ივლისი (13 აგვისტო)
მართალი ევდოკიმე IX საუკუნის ქრისტიანი მოღვაწეა. ის კაპადოკიაში ცხოვრობდა. ევდოკიმეს მშობლები - ვასილი და ევდაკი პატიოსანი ქრისტიანები იყვნენ. ევდოკიმე მთელი გულით ილტვოდა უფლისაკენ, ჩადიოდა მოწყალების საქმეებს, მან დადო აღთქმა, რომ არ მოიყვანდა ცოლს. ევდოკიმე მართალი ხალხს არიგებდა, იცავდა დამცირებულ და გაჭირვებულ ადამიანებს. მისი კეთილშობილებისა და გაჭირვებულებისადმი გულისხმიერების შესახებ მთელ კაპადოკიაში იყო ცნობილი. უფალმა მისი დაფარული კეთილი საქმეებიც იცოდა. ევდოკიმმა სიცოცხლე უფალს შესწირა. 33 წლისამ კი იგრძნო სიკვდილის მოახლოება. ევდოკიმეს სურვილი იყო, რომ დაეკრძალათ იმ სამოსით, რომელიც მას გარდაცვალების ჟამს ეცვა. როდესაც ევდოკიმე ჩასასვენებელში ჩაასვენეს, მოხდა სასწაული, იქ მყოფი ავადმყოფები გამოჯანმრთელდნენ. 18 თვის შემდეგ მისი მშობლები საცხოვრებლად კონსტანტინოპოლში გადავიდნენ. ევდოკიმეს დედას სურდა, შვილის ცხედარი გადაესვენებინა. საფლავის გახსნის შემდეგ ყველამ დაინახა, რომ ევდოკიმეს გვამი უხრწნელი იყო. ხალხმა ევდოკიმეს დედას არ მისცა უფლება გვამის გადასვენებისა. რამდენიმე ხნის შემდეგ ცხედარი მაინც გადაასვენეს კონსტანტინოპოლში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში, რომელიც მართალი ევდოკიმეს მშობლებმა ააგეს.

ტროპარი

რომელმან ქუეყნით გიწოდა შენ სავანეთა მიმართ საუკუნეთა, მარხავს შემდგომად სიკვდილისა ხორცთა შენთა, წმინდაო ევდოკიმე, რამეთუ შენ სიწმინდით და პატიოსან მოქალაქობითა, მოქალაქე ქმნილმან, ნეტარო, არა შეამწიკლე ტაძარი ხორცთა რომლისათვის გაქუს კადნიერებაი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი

მაღლისა გსუროდა და მაღლისა თანა შეიერთე, ეტლითა ცეცხლისათა საღმრთოთა აღსავალითა სათნოებანი სრულ-ჰყავ სულისა ყოვლად-სანატრელო ევდოკიმე, ქუეყანასა ზედა სცხრებოდი, ვითარცა უხორცო, და დამბადებელსა ყოველთასა სათნო ეყავ.



ბეჭდვა
1კ1