ღირსი აბრაამ გალიჩელი, ჩუხლომელი (+1375) - 20 ივლისი (2 აგვისტო)
ღირსი აბრაამ გალიჩელი, ჩუხლომელი (+1375) - 20 ივლისი (2 აგვისტო)
ღირსი აბრაამი XIV საუკუნეში, ცხოვრებდა და მოღვაწეობდა სერგი რადონეჟელის ლავრაში. მრავალი წლის გამოცდის შემდეგ ის მღვდლად აკურთხეს. მაგრამ რადგან, სრული დაყუდებისკენ ისწრაფოდა, ის 1350 წელს გალიჩის მხარეში წავიდა საცხოვრებლად. ერთ უდაბურ ადგილას დასახლდა, მაგრამ, იქიდან ღვთის გამოცხადებით გადავიდა მთაზე, სადაც ღვთისმშობლის ხატი მოიპოვა, რომელიც გამოუთქმელი სინათლით ბრწყინავდა. ხატის გამოცხადების ამბავი შეიტყო გალიჩის მთავარმა დიმიტრიმ და მისი თხოვნით მამა აბრაამმა ეს სიწმინდე ქალაქში გადაასვენა. ხატისაგან უამრავი სასწაული აღესრულა. თავადმა დიმიტრიმ ღირს აბრაამს მისცა ფული ხატის გამოცხადების ადგილას, ჩუხლომის ტბასთან ეკლესიისა და მონასტრის ასაგებად. ამ მონასტერმა დიდი როლი გასწია ადგილობრივი ტომების გასაქრისტიანებლად. მონასტერი რომ მოძლიერდა, ღირსმა აბრაამმა წინამძღ¬ვრობა სხვას ჩააბარა, თვითონ კი 30 ვერსტის მოშორებით დასახლდა. მაგრამ, აქაც გაუჩნდნენ მოწაფეები, და ასე წარმოიშვა მეორე მონასტერი, ღვთისმშობლის საფარველის დადების სახელობისა, რომელსაც "აბრაამის დიდ უდაბნოსაც" უწოდებდნენ. წმინდა აბრაამმა კიდევ ორჯერ სცადა განმარტოება, კვლავ გაუჩნდნენ მოწაფეები და კიდევ ორი მონასტერი დაარსდა. სწორედ ერთ-ერთ მათგანში დაასრულა ამქვეყნიური სიცოცხლე ღირსმა მამამ 1375 წელს.

ბეჭდვა
1კ1