წმინდა ფილასტრე ბრიქსელი, აღმსარებელი (+387) - 18 ივლისი (31 ივლისი)
წმინდა ფილასტრე ბრიქსელი, აღმსარებელი (+387) - 18 ივლისი (31 ივლისი)
დასავლეთის ეკლესია მოიხსენიებს ესპანეთის მკვიდრს, ბრიქსის (თანამედროვე ბრეშია) ეპისკოპოსს, წმინდა ფილასტრეს. იგი მონაწილეობდა ანტიარიანულ აკვილეის კრებაზე (381), ხელი მოაწერა არიანელი გალიელი ეპისკოპოსების პალადიოსის და სეკუნდიანეს საწინააღმდეგო აქტებზე, რისთვისაც არიანელები დევნიდნენ.

მღვდლად კურთხევის შემდეგ მთელი რომაული მიწები მოიარა და ქრისტეს ქადაგებდა წარმართებთან, ებრაელებთან და განსაკუთრებით არიანელებთან. მილანში მან მართალი რწმენა დაიცვა წმინდა ამბროსი მედიონალელის წინამორბედ ეპისკოპოს ავქსენტისგან. რომში მონაწილეობდა ერეტიკოსებთან კერძო და სახალხო დისპუტებში და მრავალი მოაქცია ჭეშმარიტ რწმენაზე. როცა ბრიქსის ეპისკოპოსი გახდა, სასწაულქმედების მადლი მიიღო ღვთისაგან.

წმინდა ავგუსტინე მას მილანში დაახლოებით 383 წელს შეხვედრია.

დაახლოებით 385 წელს მან შეადგინა "ერესების წიგნი", სადაც ჩამოთვლილ 156 მცდარ დოქტორინასთან ერთად განიხილავს სულთა გადასახლების რწმენას. ფილასტრე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ერეტიკოსები თავიანთ მცდარ შეხედულებებს ხშირად აფუძნებენ პოპულარულ აპოკრიფულ მოციქულთა საქმეებზე, სადაც ხშირად აღწერილია, ცხოველები როგორ ელაპარაკებიან ადამიანებს.

წმინდა ფლისატრე 387 წელს გარდაიცვალა.

ბეჭდვა
1კ1