წმინდა პამბო მღვიმელი (+1241) - 18 ივლისი (31 ივლისი)
წმინდა პამბო მღვიმელი (+1241) - 18 ივლისი (31 ივლისი)
წმინდა პამბო XIII საუკუნეში კიევის მღვიმევის მონასტერში მოღვაწეობდა. ერთხელაც მონასტრის საქმეზე გამოსული წარმართებმა შეიპყრეს, ბორკილები დაადეს და საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც მას კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვას აიძულებდნენ. წმინდანმა მათ ხმამაღლა უთხრა: "ვწყვევლი თქვენს ღმერთებს! მე მწამს იესო ქრისტესი, ჭეშმარიტი ღმერთისა, რომელმაც ცა და მიწა შექმნა. მღვიმელი მამების ლოცვით. იგი განმათავისუფლებს თქვენს ხელთაგან. ამ დროს იქ გაჩნდა უფლის ანგელოზი და მთელი და უვნებელი მონასტრის კელიაში გადაიყვანა. ამ კელიაში წმინდა მამა დაეყუდა და მშვიდობით აღესრულა 1241 წელს. წმინდა პამბოს წმინდა ნაწილები ღირსი თეოდოსის მღვიმეში ინახება.

ბეჭდვა
1კ1