წმინდა ლეონიდე უსტნედუმელი (+1654) - 17 ივლისი (30 ივლისი)
წმინდა ლეონიდე უსტნედუმელი (+1654) - 17 ივლისი (30 ივლისი)
ღირსი ლეონიდე ვოლოგდის მხარეში დაიბადა და მიწათმოქმედებას მისდევდა. 50 წლისას ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა მორჟევის მონასტერში წასულიყო, იქიდან ღვთისმშობლის ხატი ოდიგიტრია წაებრძანებინა და მდინარე ლუზეს პირას, ტურის მთაზე მონასტერი აეშენებინა. მაგრამ ის არ ენდო თავის სიზმარს და კოჟეზერის მონასტერში ბერად აღიკვეცა. იქიდან სოლოვეცის მონასტერში გადავიდა. როცა ჩვენება გამეორდა, მაშინ ის მორჟევის მონასტერში წავიდა და ერთი წლის შემდეგ წინამძღვარ კორნილიუსს ღვთისმშობლის გამოცხადებაზე მოუთხრო. წინამძღვარმა ის აკურთხა და ღვთისმშობლის ხატი გადასცა. წმინდანი ქალაქ უსტიუგიდან 80 ვერსტში დასახლდა. მაგრამ, ბოროტმა ხალხმა აიძულა მდინარე ლუზის ზედა წელში, ერთ ჭაობიან, უდაბურ ადგილას გადასახლებულიყო. წმინდანმა ჭაობის დასაშრობად, მდინარე ლუზიდან შავ ტბამდე, ორი კილომეტრი სიგრძის სამი არხი გაიყვანა და ასე ააშენა მონასტერი, რომელსაც უსტნედუმის სავანე დაარქვა. 1608 წელს როსტოვის მიტროპოლიტმა ფილარეტმა მამა ლეონიდე მღვდელ-მონაზონად აკურთხა. მრავალი ღვაწლის შემდეგ წმინდა ლეონიდე 1654 წლის 17 ივლისს გარდაიცვალა.

ბეჭდვა
1კ1