აღმოყვანება ნაწილთა ღირსისა ლაზარე გალისიელისა (+1054) - 17 ივლისი (30 ივლისი)
აღმოყვანება ნაწილთა ღირსისა ლაზარე გალისიელისა (+1054) - 17 ივლისი (30 ივლისი)
ღირსი ლაზარე გალისიელი დაიბადა ლიდიაში, ქალაქ მაგნესიაში. ჭაბუკობისას ბერად შედგა წმინდა საბას ლავრაში, სადაც ათი წელი მოღვაწეობდა და იქაური მამების დიდი სიყვარული დაიმსახურა. იერუსალიმის პატრიარქმა მას მღვდლად ხელი დაასხა. შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდა და ეფესოს სიახლოვეს გალისიის უდაბურ მთაზე დასახლდა. ერთხელ მან იხილა ზეცისკენ აღმართული ცეცხლის სვეტი, რომელიც ანგელოზებით იყო გარემოცული და გალობდნენ: "აღდეგინ ღმერთი და განიბნენ მტერნი მისნი". გამოცხადების ადგილას მან უფლის აღდგომის სახელობის ტაძარი ააშენა და მესვეტეობის ღვაწლი იტვირთა. მალე მის გარშემო მონაზვნები დასახლდნენ და ასე დაარსდა გალისიის მონასტერი. წმინდა ლაზარე 1053 ან 1054 წელს გარდაიცვალა, 72 წლის ასაკში. ძმებმა წმინდანი სვეტზე დაკრძალეს, სადაც ის მოსაგრეობდა.

17 ივლისს აღინიშნება ნეტარი მამის უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება (ცხოვრება ვრცლად იხილეთ 7 ნოემბრის საკითხავში).

ბეჭდვა
1კ1