ღირსი მამანი: ილიოფოტი, ავქსუფენი, ეპაფროდიტე, ევფანიე (V) - 13 (26) ივლისი
ღირსი მამანი: ილიოფოტი, ავქსუფენი, ეპაფროდიტე, ევფანიე (V) - 13 (26) ივლისი
სავარაუდოდ ეს წმინდა მამები პალესტინელები იყვნენ და V საუკუნის I ნახევარში ცხოვრობდნენ. ისინი იმპერატორ თეოდოსი-უმცროსის (408-450) დროს, სამხედრო მოსამსახურენი იყვნენ. იმპერატორმა მეომრები დაჯილდოებისთვის კონსტანტინოპოლში მოიხმო. დედაქალაქში ისინი წმინდა ეპიფანე კვიპრელს შეხვდნენ. მისი ქადაგებებით მოხიბლულებმა გადაწყვიტეს, ეს სოფელი დაეტოვებინათ და მონაზვნები გამხდარიყვნენ. ამიტომაც კვიპროსს მიაშურეს, ტამასოსიდან ათიოდე მილში კორონეას მთაზე ორი მღვიმე მონახეს და იქ დასახლდნენ. მოსაგრეთა ლოცვით კლდიდან წყარო გამოდინდა, რომელიც დღემდე მოედინება და განკურნებს სნეულებისგან ვინც მის წყალს დაეწაფება. მრავალწლიანი სულიერი ბრძოლის შემდეგ ღირსმა მამებმა მშვიდობით განისვენეს. შემდგომში მათი უხრწნელი წმინდა ნაწილებიდან მრავალი სასწაული აღესრულა. წმინდანების ნაწილები კვიპროსის ეკლესიებშია გაფანტული, ხოლო ღირსი ილიოფოტის პატიოსანი თავი მალუნტეში ინახება.

თანამედროვე ტრადიციით, ამ წმინდა სახელებს უმატებენ ღირს პამეგისტეს, პაფნუტის, ამონს, თალალეს, რომლებიც ალბათ მოგვიანებით მოსაგრეობდნენ ამ ადგილებში.

ბეჭდვა
1კ1