წმინდა სტეფანე საბაწმინდელი (+794) - 13 (26) ივლისი
წმინდა სტეფანე საბაწმინდელი (+794) - 13 (26) ივლისი
წმინდა სტეფანე 725 წელს დაიბადა, იგი ღირსი იოანე დამასკელის ძმისშვილი გახლდათ. ათი წლის ყმაწვილმა წმინდა საბა განწმენდილის ლავრას მიაშურა. და მას მერე სიცოცხლის ბოლომდე იგი ამ სავანეში მოღვაწეობდა, ზოგჯერ დატოვებდა ხოლმე მონასტერს, როცა უდაბნოში განმარტოებისთვის გადიოდა. წმინდა სტეფანეს ღმერთმა სასწაულქმედების და დაფარულმცოდნელობის ნიჭი უბოძა: იგი სნეულებს კურნავდა, ეშმაკებს განასხამდა, და ჭვრეტდა მასთან რჩევა-დარიგების სათხოვნელად მისულთა აზრებს... წმინდანს წინასწარ ეუწყა აღსასრულის მოახლოება და 794 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. ღირსი მამის ცხოვრება მისმა მოწაფემ, ლეონტიმ შეადგინა (იხ. 28 ოქტომბრის საკითხავი).

ბეჭდვა
1კ1