ღირსი არკადი ნოვოტორგელის (+1077) წმინდა ნაწილთა აღმოყვანება 1677 წელს
ღირსი არკადი ნოვოტორგელის (+1077) წმინდა ნაწილთა აღმოყვანება 1677 წელს
წმინდა არკადი XI საუკუნეში ცხოვრობდა, ქალაქ ვიაზმაში. ჯერ კიდევ სიჭაბუკეში მან თავს იდო უმძიმესი ღვაწლი სალოსობისა, მოწყალებით ირჩენდა თავს და იქ ეძინა, სადაც მოუხდებოდა, ტყეში, თუ ეკლესიის კარიბჭესთან, მუდამ ლოცვაში ჩაღრმავებული, ხშირად ტიროდა გულშე-მუსვრილი და სულიერი აღრფთოვანებით, მის სულიერ მდგომარეობაზე ღირსი ეფრემ ნოვოტორჟელი ზრუნავდა. მას მერე, რაც ვიაზმელები წმინდა არკადის მოხდენილი რამდენიმე სასწაულის მხილველნი გახდნენ, ნეტარი არკადი ამქვეყნიურ დიდებას გაექცა და მდინარე ტვერცის ზედა წელში დასახლდა, სადაც გაიზიარა თავისი მოძღვრის წმინდა ეფრემის ღვაწლი: რომელიც იმ დროს ეკლესიის და წმინდა ბორისისა და გლების სახელობის მონასტრის აშენებას აპირებდა. წმინდა არკადი ახალ დაარსებულ მონასტერში აღიკვეცა მონაზვნად. ჯერ ღირსი ეფრემი გარდაიცვალა (1053 წელს), 1077 წლის 13 დეკემბერს კი ღირსი არკადი აღესრულა. ნეტარი არკადის წმინდა ნაწილთა აღმოყვანება მოხდა 1677 წლის 11 ივლისს.

ბეჭდვა
1კ1