ღირსი ანტონ მღვიმელი, კიეველი (+1073) – 10 (23) ივლისი
ღირსი ანტონ მღვიმელი, კიეველი (+1073) – 10 (23) ივლისი
ღირსი ანტონი პეჩორელი (ერობაში - ანტიპა) 983 წელს ჩერნიგოვის მახლობლად, დაბა ლუბეჩში დაიბადა.

ღვთისმოშიშებით აღზრდილი, სიყმაწვილიდანვე ბერული ცხოვრების სიყვარულით იყო განმსჭვალული. მან მღვიმეც კი გამოკვეთა, სადაც დაყუდებით აპირებდა ცხოვრებას, მაგრამ მალევე დარწმუნდა, რომ ამგვარი ღვაწლისთვის გამოცდილი მოძღვრის წინამძღვრობა იყო აუცილებელი და ათონის მთას მიაშურა.

აქ წმინდანი ანტონის სახელით აღიკვეცა ბერად. ჭაბუკი მოსაგრე თავისი კეთილგონიერებით, თავმდაბლობით, მორჩილებით, მკაცრი მარხვითა და ღამისთევებით თვით წმინდა მთის მამებსაც კი აოცებდა. მხცოვანმა იღუმენმა განჭვრიტა სულიერებაში სწრაფად წარმატებული ბერის მომავალი, სამშობლოში დაბრუნება ურჩია მას და უთხრა:

- ანტონი! უფალი გწინამძღვრობდა შენს ღვაწლში! ახლა დროა, სხვებსაც უწინამძღვრო! დაუბრუნდი რუსეთის მიწას და ათონის მთის კურთხევა გაიყოლე: შენგან მრავალი მონაზონი იკურთხება!

ანტონი განმარტოებით დამკვიდრდა კიევის მახლობლად, ბერესტოვოს მთაზე, უღრან ტყეში, ხუცესი ილარიონის (შემდგომ - კიევის მიტროპოლიტის) მიერ გამოკვეთილ მღვიმეში.

საკვირველმა მოსაგრემ მალე გაითქვა სახელი და ყოველი მხრიდან მოეშურებოდნენ მასთან კურთხევისა თუ რჩევა-დარიგების მიღების მსურველები. ზოგი სამუდამოდ იქვე რჩებოდა.

წმინდანის პირველი მოწაფეები იყვნენ ღირსი ნიკონი და ღირსი თეოდოსი. ძმები მკაცრი მოსაგრე ცხოვრებით ცხოვრობდნენ: ოდენ პურით იკვებებოდნენ, შაბათ-კვირას და დღესასწაულებისას კი - მოხარშულ ბარდას იხმევდნენ.

თავად ანტონი უხორცო არსების დარად ცხოვრობდა და მაგალითს აძლევდა მოწაფეებს.

ოდეს მამათა რიცხვმა თორმეტს მიაღწია, მიწის ქვეშ გრძელი გვირაბი გათხარეს, მის ორივე მხარეს კი - მცირე სენაკები გამოკვეთეს და ტაძარი და სატრაპეზო მოაწყვეს.

მიწისქვეშეთის ბნელ მღვიმეებში დავანებული მამები გულმხურვალედ ლოცულობდნენ. ამის შემდეგ თავმდაბალმა და მარტოობის მოყვარე ანტონიმ იღუმენობა ნეტარ ბარლაამს გადააბარა, თავად კი სავანე დაუტევა და წინანდელი სამკვიდრებლიდან ასი საჟენის მოშორებით, ახალ გამოქვაბულში დაეყუდა.

გამოცდილი სულიერი მოძღვრის ხელმძღვანელობით მოღვაწეობის სურვილმა მალე აქაც მოამრავლა ბერები, დაფუძნდა ახლო და შორეულ მღვიმეთა მონასტრები.

ბარლაამი წმინდა დიმიტრის მონასტერში გადავიდა, მის ნაცვლად ღირსი ანტონის კურთხევითა და მამების ერთსულოვანი თანხმობით ნეტარი თეოდოსი იქნა დადგენილი. ამ დროისთვის ძმობა უკვე ას ბერს ითვლიდა.

წმინდა ცხოვრებისათვის უფალმა ნეტარ მამას წინასწარჭვრეტისა და სასწაულქმედების ნიჭი მიჰმადლა, რაც განსაკუთრებული სიცხადით ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დიდი ქვითკირის ტაძრის მშენებლობისას წარმოჩნდა.

პეჩორის ლავრისგან განუშორებლად კონსტანტინოპოლში, ვლაქერნის ტაძარში აღმოჩენილ წმინდა მამებს - ანტონისა და თეოდოსის, თავად ყოვლადწმინდა ქალწული წარმოუდგა და ოქრო უბოძა.

ძვირფასი მონეტებით ნეტარმა მამებმა კირითხუროები დაიქირავეს, რომლებიც ზეციური დედოფლის მითითებით ჩავიდნენ რუსეთში პეჩორის სავანის ტაძრის ასაშენებლად.

ამ გამოცხადების დროს ღვთისმშობელმა ნეტარ მამას მოახლოებული აღსასრული ამცნო.

ღირსი მამა 1073 წლის 27 მაისს, ოთხმოცდაათი წლისა მიიცვალა.

* * *

გადმოცემის თანახმად, პეჩორის მონასტერი, საქართველოს მსგავსად, ღვთისმშობლის წილხვდომილი ადგილია. ნიშნად მფარველობისა და წყალობისა, დედა ღვთისამ სავანეს თავისი ხატი გამოუგზავნა.

ღვთისმშობელმა ამ მონასტრის (წმინდა ანტონის "ცხოვრება" არ გვეუბნება, რომელ მონასტერში დაიწყო მან მოღვაწეობა. გადმოცემით, გახლდათ ეს ესთიგმენუს მონასტერი.

მაგრამ წმინდა კირიონ კათალიკოსის (საძაგლიშვილი) აზრით, ეს მონასტერი იყო ივერონი, სადაც იმ დროს რამდენიმე სხვა რუსი მამაც მოღვაწეობდა) წინამძღვარს ღვთისაგან გამოცხადება ჰქონდა, რომ ანტონი ისევ რუსეთში უნდა გაეგზავნა. წმინდა ანტონმა მიმოიარა კიევის სავანეები, მაგრამ საცხოვრებლად არც ერთი არ მოეწონა და უკანვე დაბრუნდა.

მრავალი წლის შემდეგ, საღვთო გამოცხადებით, იღუმენმა ანტონი კვლავ კიევში გამოგზავნა. იქ ერთ ბორცვზე მან ღირსი ილარიონის მიერ გამოთხრილი მღვიმე ნახა, მოეწონა და მასში დასახლდა. გავიდა ხანი. გამრავლდა ანტონის საძმო. თორმეტი წლის ბიჭი, თეოდოსი, აქ რომ მოვიდა სამოღვაწეოდ, სრული მამაკაცი და სრული ბერი შეიქმნა.

ერთხელ ღირს ანტონთან ვარიაგი შიმონი მივიდა - ბიძამისს მამამისის სიკვდილის შემდეგ სამშობლოდან გამოეძევებინა. შიმონი კიეველ მთავრებთან ერთად ყივჩაღებს შეებრძოლა და სასიკვდილოდ დაჭრილი ღირსი ანტონისა და თეოდოსის ლოცვით გადარჩა.

ახლა სამადლობლად მოსულმა, ღირს ანტონს ოქროს სარტყელი და გვირგვინი გადასცა, რომელიც ერთ დროს მამამისმა მაცხოვრის ქანდაკებას წელზე შემოარტყა და თავზე დაადგა.

შიმონს ხმა მოესმა თურმე:

- ეს გვირგვინი არასოდეს დაიდგა თავზე, წაუღე ანტონს, რომელიც ჩემი დედის სახელზე ტაძარს ააგებსო!

ამავე გამოცხადებით, სარტყელი საზომად უნდა ჰქონოდათ წმინდა მამებს, როცა ეკლესიის მშენებლობას დაიწყებდნენ.

გამოხდა ხანი და კონსტანტინოპოლიდან ქვის მთლელები ჩამოვიდნენ, ისინი ტაძრებს აშენებდნენ კონსტანტინოპოლში. ერთხელ მათ შიკრიკებმა აუწყეს, ვლაქერნის ტაძარში დედოფალი გიხმობთო. ქვისმთლელებმა იქ დედოფალთან ერთად უამრავი მეომარი ნახეს.

დედოფალმა მათ წმინდა ნაწილები და ოქრო გადასცა და უთხრა:

- მსურს, ტაძარი რუსეთში, კიევში ავაგო, თქვენ გავალებთ ამ საქმეს, წაიღეთ ოქროს სამი წლის მარაგი, ტაძარს კი საფუძვლად ეს წმინდა ნაწილები დაუდეთო.

ღვთისმშობელმა მათ თან თავისი მიძინების ხატი გამოატანა, რომლის სახელობისაც ეს ტაძარი უნდა ყოფილიყო.

უფლის დედამ ბოლოს მათ თავისი სახელიც გაუმჟღავნა. კიევში ჩამოსული ქვისმთლელები ამტკიცებდნენ, - სწორედ ანტონისა და თეოდოსის ხელით გადმოგვცა დედოფალმა ღვთისმშობელმა ეს ოქროო.

ტაძრის მშენებლობაც იმ ადგილას დაიწყეს, სადაც უფალმა მინიშნებით გამოუცხადა ღირს ანტონს.

ტაძარი აშენდა, ღირსმა ანტონმა და თეოდოსიმ შეისვენეს. მამა ნიკონის წინამძღვრობისას მღვიმის მონასტერში კონსტანტინოპოლიდან მხატვრები მოვიდნენ და ამბობდნენ, - ორი ბერი, ანტონი და თეოდოსი, შეგვითანხმდა აქაური ტაძრის მოხატვაზე.მცირე ეკლესია გვაჩვენეს, იმაზე მოვრიგდით და ეს ეკლესია ძალიან დიდია. ოქრო უკან დაიბრუნეთ, ჩვენ კი კონსტანტინოპოლში მივდივართო. მამა ნიკონმა ღირსი ანტონისა და თეოდოსის ხატები აჩვენა მათ.

ესენი იყვნენო, - თქვეს მხატვრებმა.

- ესენი, შვილო, დიდი ხანია გარდაიცვალნენ, მაგრამ გვწამს, სიკვდილის შემდეგაც შეგვეწევიანო.

მხატვრებმა შეინანეს, დარჩნენ მონასტერში, ტაძარიც მოხატეს და ბერადაც აღიკვეცნენ მღვიმევის სავანეში.

ასევე სასწაულებრივად უპოვიათ დაკეტილ ტაძარში წმინდა ტრაპეზისთვის გამზადებული ქვის ფილა. ათონიდან გამოხმობილი წმინდა ანტონის მიერ კიევში დაარსებულმა მონასტერმა განამრავლა სლავთა მიწაზე ბერმონაზვნობის მსურველნი. კიევის მღვიმევის მამათა მონასტერი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მესამე წილხვედრ ადგილად ითვლება.

* * *

დედა ღვთისას მიერ გამოტანებული ღვთისმშობლის მიძინების ხატი დაბრძანებული იყო ტრაპეზის მთავარი შესასვლელის თავზე. ხუროთმოძღვრები ბერად პეჩორის სავანეში აღიკვეცნენ. მათი უხრწნელი, წმინდა სხეულები ლავრის მღვიმეებშია დაბრძანებული.

ღვთისმშობლის მიძინების ხატი შესრულებულია ძველი ბერძნული ხელწერით, კვიპაროსის დაფაზე.

ხატი მოთავსებულია მოოქრულ ვერცხლის რკალში, რომელსაც ყოველდღიურად, წირვის დასრულების შემდეგ, დაბლა უშვებენ, რათა მლოცველებს საშუალება ჰქონდეთ, ემთხვიონ ამ სიწმინდეს.

ღვთისმშობლის ხატს ემთხვეოდნენ ღირსი ანტონი და თეოდოსი, ასევე სხვა წმინდანები.

საბჭოთა პერიოდში ეს სიწმინდე დაიკარგა.

დღეს კი ახალდაწერილი ღვთისმშობლის მიძინების ხატი ლავრაში მდებარე ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის სატრაპეზოს შესასვლელის თავზეა მოთავსებული. ამ ხატს დედა ხატის დარი მადლი და ძალა აქვს.

სიწმინდე მოოქრულ, მრგვალ სახატეშია ჩაბრძანებული და ლიტურგიის შემდეგ, როგორც უწინ, მომლოცველთ დღესაც შეუძლიათ, თაყვანი სცენ.

იგი XIX საუკუნის I ნახევარში ბიშევსკიმ დაწერა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.03.2024
წმინდანი დაიბადა პატარა სოფელში, რომელსაც ახლა უწოდებენ სენ-კლერ-დიუ-რონს (Saint-Clair-du-Rhone), ისერში (Isère),ვენის სამხრეთით, საფრანგეთში.
28.03.2024
ღირსი კუან ირლანდიელი (მოკუა, მონკანი, მონკაინი, კლაუნი; ირლანდიური. Cuan, Mochua, Moncan, Moncain, Claunus) ცხოვრობდა მე-6 საუკუნის ირლანდიაში.
28.03.2024
ღირსი მამა წარმოშობით ბრეტანიდან იყო. ის შესაძლოა წმინდანების კადფანის და ჰივინუსის ბიძაშვილი იყო. მალრისი გადავიდა ბრიტანეთში,
26.03.2024
მცირე აზიაში, ბითინიაში, პრუსას (დღევანდელი ბურსა) სიახლოვეს მდებარეობდა ქალაქი ტრიგლია (დღევანდელი ზეიტინბაღი), რომელიც ბიზანტიურ ეპოქაში ცნობილი იყო თავისი მონასტრებით, ესენია:
26.03.2024
წმ. ევგენდი გახლდათ კონდატის (იურას) მონასტრის მეოთხე აბატი, დაიბადა დაახლოებით 449 წელს იზერნორში, აინში, ფრანშ-კონტეში;
26.03.2024
თავის წიგნში "ინგლისელი ხალხის საეკლესიო ისტორიაში" წმინდა ბედა წერდა:
31.01.2024
სენაკი, სამეგრელოს ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქი თავისი ტრადიციებით, საუკეთესო წარმომადგენლებით, განათლებით, კულტურით,
30.11.2023
ქართული ეკლესია წელს, 2 ნოემბერს, პირველად აღნიშნავს წმინდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს
02.11.2023

„ბედნიერი ვარ, რომ მამა გაბრიელთან მომიწია სამთავროს მონასტერში ყოფნა"

სამთავროს მონასტრის იღუმენია ქეთევანი (კოპალიანი):

23.10.2023
02 ნოემბერს წმინდა გაბრიელის (ურგებაძე) ხსენების დღეა. გილოცავთ, შეგვეწიოს მისი წმინდა ლოცვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler