ღირსი ფოტიოს თესალონიკელი, აკაპნიუს მონასტრის დამფუძნებელი (X-XI) - 09 (22) ივლისი
ღირსი ფოტიოს თესალონიკელი, აკაპნიუს მონასტრის დამფუძნებელი (X-XI) - 09 (22) ივლისი
წმინდა ფოტიოსი X საუკუნეში ცხოვრობდა, თესალონიკში დაიბადა და წარჩინებულ მშობელთა შვილი გახლდათ.

ადრეული ბავშვობიდანვე გრძნობდა მონაზვნური ცხოვრებისაკენ ლტოლვას, ამიტომ წმინდა ვლასის დაემოწაფა, რომელიც ამავე ქალაქში იღვწოდა.

როდესაც ნეტარი ვლასი მომავალი იმპერატორის, რომან მეორის (959-963 წლები) სულიერი მოძღვარი შეიქნა, ფოტიოსი მასთან ერთად გაემართა სასახლისაკენ და ჯერაც ახალშობილი, მომავალი იმპერატორი, ბასილ მეორე, მაკედონელი (957 წელი), ნათლისღებისას ხელთ ეპყრა.

თესალონიკს გამობრუნების შემდგომ მოსაგრენი ქალაქის სიახლოვეს, გორტიასის მთაზე დაფუძნდნენ, მოძღვრის ამქვეყნიდან განსვლის შემდგომ ფოტიოსი იქვე დარჩა.

გარკვეული ხნის შემდგომ იმპერატორმა ბასილ მეორემ, ბულგარეთის მეფესთან, სამოელთან (991-1014 წლები) გაუთავებელ ომში რომ ჩაება, ფოტიოსს, რომელსაც ღვთის კაცად თვლიდა, ლოცვა სთხოვა.

ნეტარის ლოცვით მან მართლაც სძლია მტერს და მადლობის ნიშნად ფოტიოსს თესალონიკის მონასტრის აღსაშენებლად თანხა უწყალობა.

გარკვეული ხნის შემდგომ წმინდა მამამ მართლაც აღაშენა ღვთის ტაძარნი, მათ შორის აკაპნიუს სავანეც.
ბეჭდვა
1კ1