ღირსი თომა მალეელი (X) - 7 ივლისი (20 ივლისი)
ღირსი თომა მალეელი (X) - 7 ივლისი (20 ივლისი)
ყოვლადკეთილი მამა IX ან X საუკუნებში ცხოვრობდა და წარჩინებული და შეძლებული ოჯახის შვილი გახლდათ, სამხედრო სამსახურისას მტერზე მრავალრიცხოვანი გამარჯვებებით თავი ძალზე განითქვა, მაგრამ ქრისტეს სიყვარულის გამო დაუნანებლად დაუტევა ამასოფლის მწარე მდინარებანი და იმ ტკბილ უღელს შეუდგა, ქრისტე თავის მოყვარეთ რომ აღუთქვამს.

შემონაზვნების შემდგომ მაგალითად წმინდა ილია წინასწარმეტყველის ცხოვრება დაისახა და მისი გამოცხადების ღირსიც შეიქნა: - წინასწარმეტყველმა იგი მალეინის მთასთან მიიყვანა.

იქ თომა უმკაცრეს ღვაწლს შეუდგა: - მდუმარებას და უძილო ლოცვას მიეცა და ვითარცა ვარსკვლავი, ცოდვის წყვდიადს განარღვევდა და იქაურობას განანათლებდა.

ამ სრულყოფილების გამო ღვთისგან სასწაულქმედების მადლი ებოძა. ერთხელ ლოცვით მიწის გულიდან წყარო აღმოადინა, მრავალ ბრმადქმნილს დაუბრუნა თვალისჩინი, ხეიბარნი კი - აღადგინა.

როდესაც ღირსი თომა უფალს ეზრახვოდა, გულით განწმენდილთ იგი ცეცხლოვან სვეტად ეჩვენებოდათ.

კიდევ მრავალი საკვირველი საქმე აღასრულა, სანამ წუთისოფლიდან განვიდოდა, გარდაცვალების შემდგომ კი გამუდმებით განამრთელებდა მისი სახელის რწმენით მხმობელთ და მისი მირონმდინარე სამარის მომლოცველთ.

ღირსო მამაო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის!

კონდაკი

დიდად მხნედ და უძლეველად გამოსჩნდი შენ, აღეტყინე რა საღმრთოითა სიყუარულითა, და მეფესა ხორციელსა და ყოველსა შუენიერებასა მძლე ექმენ, მთასა ზედა მალეელისა მკვიდრობაჲ აღასრულე, და მიერითგან აღჰხედ ცათა მეუფისა მიმართ, თომა, მას ევედრე დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათუის.

ბეჭდვა
1კ1