წმინდა ქალწულის, ოლშანსკის (VII) თავადის ასულის, მართალ იულიანიას (+1540) წმინდა ნაწილთა აღმოყვანება (XVII) - 6 ივლისი (19 ივლისი)
წმინდა ქალწულის, ოლშანსკის (VII) თავადის ასულის, მართალ იულიანიას (+1540) წმინდა ნაწილთა აღმოყვანება (XVII) - 6 ივლისი (19 ივლისი)
წმინდა იულიანია ოლშანსკის თავადის, გიორგი დუბროვიცკის ასული გახლდათ, ბავშვობიდან გამოარჩევდა სულიერება, იგი 1540 წელს, 16 წლისა მიიცვალა და კიევ-პეჩორის ლავრაში დაიკრძალა.

XVII საუკუნის დასაწყისში, კიევის ლავრის სიახლოვეს, სამარის თხრისას, წმინდა იულიანიას სხეული უხრწნელად იპოვეს, თითქოს ეს-ესაა, მიიძინაო. არც მისი სამოსი გახრწნილა.

წმინდა ნაწილნი მთავარ ტაძარში გადააბრძანეს, გარკვეული ხნის შემდგომ ქალწული მიტროპოლიტს და ლავრის იღუმენს გამოეცხადა და მისდამი შესაბამისი პატივის მიუგებლობის გამო უსაყვედურა.

მიტროპოლიტმა მისთვის მაშინვე დაამზადებინა ახალი ლუსკუმა, რის შემდეგაც წმინდა ნაწილთაგან მრავალი კურნება აღესრულა.

ბეჭდვა
1კ1