წმინდა მარკოზი და მოკი (IV) - 03 (16) ივლისი
წმინდა მარკოზი და მოკი (IV) - 03 (16) ივლისი
ეს ორი წმინდანი, სავარაუდოდ, IV საუკუნის დასაწყისში იღვწოდნენ. ეპარქმა მაქსიმუსმა კერპთათვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანა, რაზეც მტკიცე უარი მიიღო და ნეტართ თავის წარკვეთა მიუსაჯა.

როდესაც მოკის სასჯელის აღსრულების ადგილამდე მიჰყავდათ, თან მტირალი ცოლი და შვილები აედევნენ, ნეტარმა მათ დადუმება ურჩია.

ხოლო როდესაც მარკოზის ჯერი დადგა, მისმა მეუღლემ, რომელიც, აგრეთვე, იქ იმყოფებოდა, ქმრის სიმტკიცის გამო ხარობდა, სასჯელის აღსრულების შემდგომ კი მარკოზის მოკვეთილი თავი ისე აღიღო, ვითარცა - უდიდესი საგანძური და მოწამეთა დარი პატივი მიაგო.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1