წმინდა კეთილმსახური თავადნი, ვასილი და კონსტანტინე იაროსლაველნი (XIII) - 03 (16) ივლისი
წმინდა კეთილმსახური თავადნი, ვასილი და კონსტანტინე იაროსლაველნი (XIII) - 03 (16) ივლისი
ძმათაგან უფროსი, ვასილი, იაროსლავის ტახტზე მამის, ვსევოლოდის, 1238 წელს თათრებთან მდინარე სიტთან, სისხლისმღვრელ ბრძოლაში დაღუპვის შემდეგ ავიდა.

ვასილი მტერს დაუზავდა და დიდი რისკის მიუხედავად, ოქროს ურდოში მოსახლეობისათვის უმძიმესი ბეგარის შესამსუბუქებლად გაემგზავრა.

ვასილიმ მრავალი ტაძარი აღაშენა და ომში დაზარალებულ თანამემამულეთ უხვი მოწყალებით დიდად შეეწია.

იგი 1249 წელს, ვლადიმირს, წმინდა ალექსანდრე ნეველთან (ხსენება 23 ნოემბერს) მიმავალი გარდაიცვალა.

წმინდა თავადის ვაჟიშვილი მამაზე უადრეს მიიცვალა, ამიტომ მის ნაცვლად ტახტი უმცროს ძეს, კონსტანტინეს ერგო, რომელიც ყოველგვარად ჰბაძვიდა უფროს ძმას, თუმცა, 1257 (თუ 1255 წ.) წლის თათართა შემოსევის აღკვეთა ვერ შეძლო და თავისი ქალაქის დაცვისას აღესრულა.

1501 წელს, დიდი ხანძრის შემდგომ, იაროსლავში ტაძრის აღდგენისას წმინდა ძმათა ნეშტნი უხრწნელად პოვეს.

ბეჭდვა
1კ1