მოწამენი: დიომიდე, ევლამპი, ასკლიპიოდოტე, გოლინდუხა, თეოდოტი და თეოდოსი (II) - 03 (16) ივლისი
მოწამენი: დიომიდე, ევლამპი, ასკლიპიოდოტე, გოლინდუხა, თეოდოტი და თეოდოსი (II) - 03 (16) ივლისი
ეს მოწამენი ტრაიანეს (96-116 წლები) იმპერატორობისას ცხოვრობდნენ, მათ მტკიცედ იუარეს იმპერიის ღმერთთათვის მსხვერპლის შეწირვა, რის შემდგომაც იმ ციხეს უკრეს თავი, სადაც დიომიდე ჰყავდათ შეპყრობილი.

ნეტარმა დიომიდემ ისინი განამტკიცა, პირველმა რწმენისთვის სწორედ მან მიიღო სიკვდილი, დანარჩენნი კი ჯერ მუხის ხეზე გააკრეს, შემდეგ - ცოცხლებს გააძრეს ტყავი, ბოლოს კი - თავები წარკვეთეს.

მარტვილთა წმინდა სხეულები კეთილმორწმუნე ქრისტიანებმა გააპატიოსნეს და იმ ადგილას დაკრძალეს, სადაც მოწამებრივად აღესრულნენ.

ბეჭდვა
1კ1