წმინდა ნერსე, სომხეთის მთავარეპისკოპოსი (IV) - 01 (14) ივლისი
წმინდა ნერსე, სომხეთის მთავარეპისკოპოსი (IV) - 01 (14) ივლისი
წმინდა ნერსე (353-373 წლები) - სომეხთა ერთ-ერთი უგამოჩინებულესი კათოლიკოსია, რომელსაც სამართლიანად მიენიჭა "დიდის" სახელი.

ისტორიულ წყაროთა თანახმად, იგი წმინდა გრიგოლ განმანათლებლის საგვარეულოდან უნდა ყოფილიყო. კათოლიკოს ფარენის გარდაცვალების შემდეგ სომეხთა მეფის, არშაკის სამეფო კარის მსახურთმთავარი, ნერსე, საიმდროოდ - ჯერ კიდევ საერო პირი, მიიჩნიეს საპატრიარქო ტახტის საუკეთესო კანდიდატად და მეფის იძულებით იგი ხელდასხმულ იქნა კათოლიკოსად.

მოგვიანებით იგი სომეხთა სამოციქულო ეკლესიის პირველი დიდი რეფორმატორი და თავისი ხალხის უდიდესი ქველმოქმედი გახდა.

მისი ინიციატივით მოწვეულ აშტიშატის ეროვნულ-საეკლესიო კრებაზე (354 წელი) პირველად მიიღეს გადაწყვეტილებები, რომლებიც არეგულირებენ სასულიერო-საეკლესიო ცხოვრებას, განსაზღვრავენ ოჯახის მორალურ პრინციპებს.

კათოლიკოს ნერსეს ინიციატივითვე დაფუძნდა მონასტრები და სკოლები, უსახლკაროთა და უმწეოთათვის კი - თავშესაფრები და საავადმყოფოები.

კათოლიკოსი მუდამ თავის სამწყსოსთან იყო. სწორედ მისი წყალობით იძლია მტერი ძირავის ომში - წმინდა მამა მთელი ბრძოლის განმავლობაში ლოცულობდა სომხური ჯარის გამარჯვებისათვის.

ამგვარი უდიდესი ეროვნული და საეკლესიო ღვაწლის გამო მას განმანათლებელი უწოდეს.

* * *

ხსენება წმინდისა ანგელინასი, სერბი თავადის ასულისა (+1520)

* * *

ხსენება მღვდელმოწამისა არკადი გარიაევისა, პრესვიტერისა (+1918), მღვდელმოწამისა ალექსი დროზდოვისა, დიაკონისა (+1942)

* * *

ხსენება ორი ათასი მოწამისა, მახვილით განგმირულთა

* * *

ხსენება ოცდახუთისა ნიკომიდიელი მოწამისა, რომელთაც სიკვდილი ცეცხლში მიიღეს

* * *

ხსენება ღირსისა ლეონ განდეგილისა

* * *

ხსენება ღირსისა ბასილისა, ბაფირიაკის მონასტრის დამაარსებლისა

ბეჭდვა
1კ1