ღირსი მამები: სერგი და გერმანე ბალაამელები (XIV) - 28 ივნისი (11 ივლისი)
ღირსი მამები: სერგი და გერმანე ბალაამელები (XIV) - 28 ივნისი (11 ივლისი)
ფინეთის ეკლესია დაარსებულია სერგი და გერმანე ბალაამელების მიერ. მათ ხსენებას ეკლესია ძველი სტილით 28 ივნისს (11 ივლისს) აღასრულებს. ღირსმა მამებმა კუნძულ ბალაამზე სამონასტრო ცხოვრება დააფუძნეს. ამ კუნძულზე ჯერ კიდევ I საუკუნეში უქადაგია ქრისტიანობა ანდრია პირველწოდებულს, წარმართული კერპები შეუმუსრავს, ქვის ჯვრები აღუმართავს და ახალმოქცეულთათვის მოძღვრებიც დაუდგენია. XIII საუკუნეში რომაული კათოლიციზმის ფანატიკოს მიმდევარს, შვედების მეფე მაგნუსს ცეცხლითა და მახვილით უცდია თავისი სარწმუნოების გავრცელება ადგილობრივ მკვიდრთა შორის, რამაც მათ მცდარი წარმოდგენა შეუქმნა ქრისტიანობაზე და გული გაუცივა ჭეშმარიტი ღვთის მიმართ. XIV საუკუნის დასაწყისში, როცა ღირსი სერგი და გერმანე კუნძულზე დასახლდნენ, ანდრია მოციქულის ჯვარი კვლავაც აღმართული დახვედრიათ: ქრისტიანობა არსებობდა, მაგრამ მასთან თანაარსებობდა და მძლავრობდა წარმართობა. სერგისა და გერმანეს სავანის ძმების მოღვაწეობამ მართლმადიდებლობის სახე და ცხონების ჭეშმარიტი გზა დაანახვა ბალაამელებს. მათ რწმენას უცხოველებდა წმინდა სერგისა და გერმანეს მიერ აღსრულებული სასწაულებიც. ნეტარი მამები დაახლოებით 1353 წელს მიიცვალნენ. მათი უხრწნელი ნაწილები უფლის ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძარში განისვენებს.

ბეჭდვა
1კ1