ღირსი პავლე მკურნალი (VII) - 28 ივნისი (11 ივლისი)
ღირსი პავლე მკურნალი (VII) - 28 ივნისი (11 ივლისი)
ღირსი პავლე მკურნალი ქალაქ კორინთოში დაიბადა. პავლეს სიყრმიდანვე შეუყვარდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე. იგი ძალიან ახალგაზრდა აღიკვეცა ბერად და დაუცხრომელი ღვაწლით დიდი სულიერი გამოცდილება შეიძინა. ბოროტს არ ახარებდა ბერის ასეთი სულიერი სრულყოფა და შურით აფორიაქებულმა ერთ დედაკაცს ჩააგონა, ცილი დაეწამა პავლესათვის. ქალმა მონასტერში ახალშობილი ყრმა მოიყვანა და განაცხადა, იგი ბერი პავლესგან შემეძინაო. ბერმა თავი არ იმართლა, თავმდაბლობით დაითმინა ცილისწამება და ჩვილი საკუთარ ძედ მიიღო. როცა წმინდანს ყვედრება დაუწყეს მონაზვნური აღთქმის დარღვევის გამო, მან თქვა: "ძმებო, თავად ბავშვს ვკითხოთ, ვინ არის მამამისი!" ახალშობილმა მჭედლისკენ გაიშვირა ხელი და წარმოთქვა: "ესაა მამაჩემი და არა პავლე მონაზონი!" სასწაულის მხილველებმა თაყვანი სცეს და პატიება სთხოვეს მოსაგრეს. იმ დღიდან ბერმა სასწაულებრივი კურნების ნიჭი მიიღო, ამიტომაც უწოდეს მას მკურნალი. უამრავი ავადმყოფი მიჰყავდათ მასთან მონასტერში, პავლეც უფლის შეწევნით ლოცვით კურნავდა მათ. წმინდანი 70 წელს იყო გადაცილებული, როცა გარდაიცვალა.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1