წმინდა მარტინ ტუროველი (+1150) - 27 ივნისი (10 ივლისი)
წმინდა მარტინ ტუროველი (+1150) - 27 ივნისი (10 ივლისი)
ნეტარი მარტინ ტუროველი მზარეულად მსახურობდა ტუროვის ეპისკოპოსებთან სიმონეონთან, ეგნატესთან, იოაკიმესთან, გიორგისთან. ბოლო ეპისკოპოსმა მარტინი სიბერის გამო მზარეულის თანამდებობიდან გაათავისუფლა. მარტინს არ სურდა მონასტერთან გამოთხოვება. ეპისკოპოსები ტუროვის წმინდა ბორისისა და გლების სახელობის მონასტერში ცხოვრობდნენ. ყოფილი მზარეული ბერად აღიკვეცა და მონასტერში დარჩა. მოხუცი ხშირად ავადმყოფობდა. ერთხელ ტკივილისაგან ყვიროდა და საშველად წმინდა ბორისს და გლებს უხმობდა. მესამე დღეს მას გამოეცხადნენ წმინდა თავადები, მისცეს სნეულ მოხუცს დასალევად წყალი და განკურნეს. ამ სასწაულებრივი გამოცხადების შემდეგ წმინდა მარტინ ტუროველმა კიდევ ერთი წელი იცოცხლა.

ბეჭდვა
1კ1