წმ. კეთილმორწმუნე პეტრე და ფებრონია მურომელები (+1228) - 25 ივნისი (8 ივლისი)
წმ. კეთილმორწმუნე პეტრე და ფებრონია მურომელები (+1228) - 25 ივნისი (8 ივლისი)
წმ. კეთილმორწმუნე თავადი პეტრე, ბერობაში დავითი და მისი კეთილმორწმუნე ცოლი ფებრონია, მონაზვნობაში ეფროსინე მურომელი, სასწაულმოქმედნი არიან. თავადი პეტრე იყო მეორე ვაჟიშვილი მურომელი მთავრის, იური ვლადიმირის ძისა. მურომის ტახტზე იგი ავიდა 1203 წელს. მანამდე წმ. პეტრე კეთრით დასნეულდა, რომლისგანაც ვერავინ განკურნა. სიზმრისეულ ჩვენებაში მას ეუწყა, რომ მხოლოდ მეფუტკრის ქალიშვილი ქალწული ფებრონია მოარჩენდა. ფებრონია იყო გლეხის ქალი რიაზანის სოფელ ლასკოვოდან. წმინდა პეტრემ გლეხის ქალიშვილს მსახურები გაუგზავნა. შემდეგ თვითონაც ნახა. ფებრონიამ მართლაც შეძლო თავადის განკურნება. პეტრეს შეუყვარდა ფებრონია და იქორწინა მასზე. ამპარტავანმა ბოიარებმა არ ისურვეს დამორჩილებოდნენ უბრალო წარმოშობის თავადის ცოლს და პეტრეს მასთან გაშორება მოსთხოვეს, უარი მიიღეს და ცოლ-ქმარი მურომიდან გააძევეს. მალე ქალაქს ღვთის რისხვა დაატყდა. ხალხი ითხოვდა წყვილის დაბრუნებას... ცოლ-ქმარმა სახელი გაითქვა მაღალი ზნეობითა და ღვთისსათნო ცხოვრებით. გარდაცვალებამდე ორივე მონაზვნად აღიკვეცა დავითის და ეფროსინეს სახელით. მათი სხეულები ერთ სამარხში განისვენებენ. წმ. წყვილი ქრისტიანული მეუღლეობის მაგალითია. თავიანთი ლოცვებით ისინი ზეციდან აკურთხებენ ოჯახურ წყვილებს და ქორწინების მსურველთ. მათი ხსენების დღეა 25 ივნისი.

ბეჭდვა
1კ1