წმინდა მღვდელმთავარი ლეონტი, კვიპროსის ნეაპოლის ეპისკოპოსი (VII) - 18 ივნისი (1 ივლისი)
წმინდა მღვდელმთავარი ლეონტი, კვიპროსის ნეაპოლის ეპისკოპოსი (VII) - 18 ივნისი (1 ივლისი)
წმინდა ლეონტი დაახლოებით 590 წელს დაიბადა ქალაქ ნეაპოლში, რომელიც თანამედროვე ლიმასოლის მიდამოებში მდებარეობდა. წმინდა იოანე მოწყალესთან შეხვედრამ, რომელიც შემდგომში ალექსანდრიის პატრიარქი გახდა, დიდად იმოქმედა წმინდა ლეონტის ცხოვრებისეული გზის არჩევაზე. მას ხელი დაასხეს კვიპროსის ნეაპოლის ეპისკოპოსად. ის უდავოდ მონაწილეობდა ლატერანის კრებაზე 649 წელს პაპი მარტინის დროს. კრების აქტებზე ხელი მოწერილი აქვს ლეონტი ნეაპოლელს, კვიპროსიდან. 649 წელს კვიპროსი დაიპყრეს მუსლიმანებმა და ქრისტიანები დასავლეთში გაიქცნენ. წმინდა ლეონტი სავარაუდოდ დევნილობაში, რომში გარდაიცვალა (სამეცნიერო ლიტერატურაში მისი გარდაცვალების ორი თარიღი გვხვდება - 650 და 668 წელი).

წმინდა ლეონტის კალამს ეკუთვნის წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის, წმინდა სვიმეონ სალოსის და წმინდა იოანე მოწყალეს ცხოვრებები. თავისი მოძღვრის წმინდა იოანეს ცხოვრების შესადგენად მან ეგვიპტეშიც იმოგზაურა, რათა შეხვედროდა წმინდა იოანესთან დაახლოებულ ადამიანებს და მათი მოგონებები ჩაეწერა.

ბეჭდვა
1კ1