ღირსი ბოტულფი (+653) და ადოლფ მაასტრიხტელი (+680) - 17 (30) ივნისი
ღირსი ბოტულფი (+653) და ადოლფ მაასტრიხტელი (+680) - 17 (30) ივნისი
დასავლეთის ეკლესია მოიხსენიებს ღირს ბოტულფს. იგი ინგლისში დაიბადა, დიდებულთა ოჯახში და ძმა გახლდათ წმინდა ადოლფ მაასტრიხტელისა. ორივე ძმამ სამშობლო განათლების მიღების მიზნით დატოვა, მოგვიანებით მონაზვნად აღიკვეცნენ. ინგლისში დაბრუნებულმა ბოტულფმა ბენედიქტე ნურსიელის ტიპიკონის მიხედვით მონასტერი დააარსა იკანგოში. წმინდა ბოტულფი 653 წელს გარდაიცვალა. X საუკუნის მეორე ნახევარში ვინჩესტერის ეპისკოპოსმა ეტელმუნდმა მოიპოვა ბოტულფისა და ადოლფის წმინდა ნაწილები და რამდენიმე მონასტერზე გადაანაწილა. ინგლისში მარტო წმინდა ბოტოლფის სახელზე 50-ზე მეტი ეკლესიაა აშენებული.

ბეჭდვა
1კ1