ღირსი ტიხონი და ღირსი ნიკიფორე კალუგელები (XV) - 16 (29) ივნისი
ღირსი ტიხონი და ღირსი ნიკიფორე კალუგელები (XV) - 16 (29) ივნისი
ღირსი ტიხონი სიჭაბუკეშივე აღიკვეცა მონაზვნად მოსკოვის ერთ-ერთ მონასტერში, მაგრამ დაყუდების სიყვარულის გამო მიატოვა სავანე და მალოიაროსლავის ერთ მიყრუებულ ადგილას, ერთი დიდი ხის ფუღუროში დასახლდა. ერთხელ ნადირობისას თავადი ვასილ იაროსლავის ძე თავის ტყეში წააწყდა ღირს მამას და უბრძანა აქედან წაეთრიეო და თან წკნელის გადაკვრა მოინდომა და იმწამსვე ხელი შეახმა. გონს მოსულმა თავადმა შეინანა და თავმდაბლად შენდობა სთხოვა. წმინდა ტიხონის ლოცვით განკურნებულმა თავადმა ღირს მამას სთხოვა მის ტყეში სამუდამოდ დარჩენილიყო და დაჰპირდა, რომ მონაზვნებისთვის სავანეს ააგებდა და ყველაფრით მოამარაგებდა. ღირსმა ტიხონმა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერი ააგო, რომელსაც ის ღრმა სიბერემდე წინამძღვრობდა. 1492 წელს წმინდა ტიხონმა დიდი სქემა შეიმოსა და მალევე აღესრულა.

წმინდა ნიკიფორე წმინდა ტიხონის მოწაფე გახლდათ. ვარაუდობენ, რომ სწორედ ის მართავდა ღირსი ტიხონის გარდაცვალების შემდეგ მის მონასტერს.
................................................

მღვდელმოწამენი: ერმოგენი (დოლგანიოვი) ეპისკოპოსი ტობოლსკისა და ციმბირისა; ეფრემ დოლგანიოვი, დეკანოზი; პეტრე კარელინი, მღვდელი; მიხაელ მაკაროვი; მოწამე კონსტანტინე მინიატოვი, ნაფიცი ვექილი (+1918) - 16 (29) ივნისი

ზემოთ ხსენებულ წმინდა ახალმოწამეებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მოიხსენიებს.

ბეჭდვა
1კ1