წმინდა მიქაელი, კიევისა და სრულიად რუსეთის პირველი მიტროპოლიტი (+992) - 15 (28) ივნისი
წმინდა მიქაელი, კიევისა და სრულიად რუსეთის პირველი მიტროპოლიტი (+992) - 15 (28) ივნისი
საეკლესიო გარდამოცემით წმინდა მიქაელი კიევის პირველ მიტროპოლიტად ითვლება, თუმცა უძველეს მღვდელმთავრად, ხოლო პირველ მღვდელმთავრად თვლიან ბერძენ ლეონს. ძველ და თანამედროვე რუს ისტორიკოსებს ამ თემაზე განსხვავებული აზრები აქვთ.

საეკლესიო გარდამოცემით იგი იყო წარმოშობით ასური, სხვა წყაროთი ბულგარელი ან სერბი. როცა მოციქულთასწორმა ვლადიმერმა რუსეთის გაქრისტიანება გადაწყვიტა, ამისთვის კონსტანტინოპოლიდან მღვდლების გამოგზავნა ითხოვა. პატრიარქმა ნიკოლოზ II ქრისოვერგოსმა კორსუნში ექვსი ეპიკოპოსი და უამრავი მღვდელი და საეკლესიო პირი გამოგზავნა. მათ თან ჩამოიტანეს ხატები, საღვთისმსახურო წიგნები, საეკლესიო ჭურჭელი და წმინდანთა ნაწილები. კიევის მონათვლის შემდეგ წმინდა მღვდელმთავარი მიქაელი სხვა რუსული მიწების მოსაქცევადაც გაემართა. 991 წელს მან მოინახულა ნოვგოროდი და დიდი როსტოვი, მან აქ დაამსხვრია კერპები, მრავალი მონათლა, ააგო რამდენიმე ეკლესია და მათ მღვდლები დაუდგინა. მისი მღვდელმთავრობის დროს ტაძრები აიგო პერეიასლავში, ჩერნიგოვში, ბელგოროდში, ვლადიმირში და სხვა რუსულ ქალაქებში. იგი გამოირჩეოდა სიმშვიდით, თავმდაბლობით, დაუღალავი შრომისმოყვარეობით. იყო ბრძენი და მკაცრი იერარქი. მან გამოცდილ მღვდლებს დაავალა ბავშვებისთვის სიწმინდის სიყვარული და ღვთის შიში ესწავლებინათ.

წმინდა მიქაელი 992 წლის (სხვა წყაროთი - 998 წელს) 15 ივნისს გარდაიცალა. მისი უხრწნელი სხეული XX საუკუნემდე მღვიმევის საკრებულო ტაძარში ინახებოდა. 1941 წლის 3 ნოემბერს წმინდა ტაძარი ააფეთქეს.


ბეჭდვა
1კ1