წმინდა მღვდელმთავარი სპირიდონი, სერბეთის პატრიარქი (+1389) - 15 (28) ივნისი
წმინდა მღვდელმთავარი სპირიდონი, სერბეთის პატრიარქი (+1389) - 15 (28) ივნისი
1380 წელს როცა წმინდა ეფრემი პატრიარქობიდან გადადგა, მისი რჩევით მეფე ლაზარემ და წმინდა სინოდმა სერბეთის ეკლესიის მეთაურად წმინდა სპირიდონი დაადგინა.

წმინდა სპირიდონი დაიბადა ნიშეში, მოსაგრეობდა ათონის წმინდა პანტელეიმონის მონასტერში. მიეკუთვნებოდა სერბული კულტურული საზოგადოების ელიტას. გახლდათ იმდროინდელი ეპოქის დიდებული ჰიმნოგრაფი. ზოგიერთი წყაროებით, პატრიარქად არჩევამდე ის მელნიკის მიტროპოლიტი იყო. წმინდა სპირიდონმა აზიარა კოსოვოს ბრძოლაში მიმავალი არმია. კოსოვოს მარცხს (1389 წლის 15 ივნისი) ვერ გაუძლო სერბეთის სულიერი მამის გულმა და ორი თვის შემდეგ 11 აგვისტოს გარდაიცვალა. ის დაკრძალულია პეჩის საპატრიარქოში, წმინდა დიმიტრის ტაძარში.

ბეჭდვა
1კ1