წმინდა ელისე სუმელი (XV-XVI) - 14 (27) ივნისი
წმინდა ელისე სუმელი (XV-XVI) - 14 (27) ივნისი
წმინდა ელისე XV-XVI საუკუნეების მიჯნაზე ცხოვრობდა. მთელი სიცოცხლე მან რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთით სოლოვკის მონასტერში გაატარა. სიცოცხლის ბოლოს დიდი სქემით შემოსვა მოისურვა. და რადგანაც იმ ადგილს მღვდელი არ ჰყავდა, სქემისთვის 64 ვერსტით მოშორებულ ქალაქ სუმში გაემგზავრა. გზაში ამოვარდნილი გრიგალი ხომალდს დანთქმით ემუქრებოდა, იგი წმინდანის ლოცვით გადარჩა. წმინდანმა მიაღწია სუმის მონასტერს, ბერად აღიკვეცა და მალევე გარდაიცვალა.

ხატის წყარო

* * *

მღვდელმოწამე ვლადიმერი (ბოგოიავლინსკი), მიტროპოლიტი კიევისა და გალიცისა (+1918); მღვდელმოწამე იოსებ სიკოვი, მღვდელი (+1918); მღვდელმოწამეები ნიკოლოზ ვინოგრადოვი და ალექსანდრე პარუსნიკოვი, დეკანოზები (+1938); მღვდელმოწამე ნიკოლოზ ზაპოლსკი, დიაკვანი (+1938)

მათ მოიხსენიებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია.

ბეჭდვა
1კ1