ღირსი მეთოდე პეშნოშელი (+1392) - 14 (27) ივნისი
ღირსი მეთოდე პეშნოშელი (+1392) - 14 (27) ივნისი
წმინდა მეთოდე გახლდათ წმინდა სერგი რადონეჟელის მოწაფე. მისი ხელმძღვანელობით რამდენიმე წელი გაატარა და მერე მოძღვრის კურთხევით ერთ უდაბურ, ჭაობიან ადგილას კელია აიშენა, მალე მას მოწაფეები გაუჩნდნენ და გაუმრავლდნენ. 1301 წელს წმინდა მეთოდე თავის დაარსებული მონასტრის იღუმენი გახდა. დრო და დრო მონასტრიდან ორ ვერსტში განმარტოვდებოდა ხოლმე ლოცვისთვის, სადაც წმინდა სერგი მიდიოდა ხოლმე მოსანახულებლად და სასაუბროდ. წმინდა მეთოდე 1392 წელს გარდაიცვალა და თავის აშენებულ მონასტერში დაკრძალეს.

ბეჭდვა
1კ1