ღირსი ბარნაბა დიდი უსტიუგელი (+1445) - 11 (24) ივნისი
ღირსი ბარნაბა დიდი უსტიუგელი (+1445) - 11 (24) ივნისი
წმინდა ბარნაბა რუსეთში, ვოლოგდის მხარეში, დიდ უსტიუგში დაიბადა. თავიდან ერთ-ერთ სკიტში მოღვაწეობდა, სადაც მას ხელი მღვდელ-მონაზვნად დაასხეს. 1417 წელს მან დაუტევა ქალაქი და მდინარე ვეტლუგის პირას მდებარე წითელ მთაზე განმარტოვდა. წმინდანს 1436 წელს შეურთდა მასთან ცხოვრების მოსურნე მონაზონი მაკარი. წმინდა ბარნაბა 1445 წლის 11 ივნისს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ ამავე ადგილას მრავალი მონაზონი მოსაგრეობდა. მათ წმინდანის საფლავზე ეკლესია ააშენეს. შემდგომში მცირე მონაზვნური თემი მონასტრად გადაკეთდა. თუმცა გარკვეული ხნის შემდეგ მონასტერი ხანძარმა გაანადგურა, ხოლო მის ადგილას ქალაქი ვარნავინი გაშენდა, ხოლო სავანის საკრებულო ტაძარი ქალაქის მთავარი ეკლესია გახდა.

ბეჭდვა
1კ1