ღირსი კანიდი კაპადოკიელი - 10 (23) ივნისი
ღირსი კანიდი კაპადოკიელი - 10 (23) ივნისი
გადმოცემას ამ წმინდანის ცხოვრების ჟამის შესახებ, სამწუხაროდ, არაფერი შემოუნახავს, მხოლოდ ის ვიცით, რომ კაპადოკიაში დაიბადა, კეთილმსახური მშობლების შვილი იყო და დედამისმა ბავშვობიდანვე მიაჩვია თავშეკავებას.

შვიდი წლისამ მშობლიური სახლი ფარულად დატოვა და მეზობლად მდებარე მთის მღვიმეში დაიდო ბინა, კვირაში ერთხელ, ნედლი ბოსტნეულით საზრდოობდა და მთელ დროს ლოცვაში ატარებდა.

კანიდის მღვიმე მთის ძირში მდებარეობდა და ძალზე ნესტიანი გახლდათ, რის გამოც წმინდანს დროთა განმავლობაში თმა და წვერი გასცვივდა. თუმცა, იმ ადგილას სამოცდაცამეტი წელი იღვაწა.

* * *

ხსენება წმინდისა ალექსისა, ბითვინიის ეპისკოპოსისა, რომელმაც მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს

ბეჭდვა
1კ1