წმინდა ბარლაამი, მთავარეპისკოპოსი ტობოლსკისა და სრულიად ციმბირისა (+1802) - 10 (23) ივნისი
წმინდა ბარლაამი, მთავარეპისკოპოსი ტობოლსკისა და სრულიად ციმბირისა (+1802) - 10 (23) ივნისი
წმინდა ბარლაამი XVIII საუკუნეში დაიბადა და ნოვგოროდისა და სანქტ- პეტერბურგის მიტროპოლიტის, გაბრიელის ტყუპი ძმა გახლდათ, ალექსანდრე ნეველის სახელობის ლავრაში აღიკვეცა და ტვერის ეპარქიის ნოვოტორჟის წმინდა ბორისისა და გლების სახელობის მონასტრის არქინამდრიტად დაესხა ხელი.

1768 წელს ტობოლსკის მღვდელმთავრად გამოარჩიეს და წმინდა ცხოვრებით და კეთილშობილებით მრევლის დიდი სიყვარული მოიხვეჭა.

1792 წელს ნეტარი ბარლაამი ციმბირის მთავარეპისკოპოსად აკურთხეს, 1802 წლის 27 დეკემბერს კი ღვთივ განისვენა და წინამორბედის, წმინდა იოანე ტობოლსკელის გვერდით დაიკრძალა, ვის განდიდებაშიც უდიდესი წვლილი შეიტანა.

* * *

ხსენება მღვდელმოწამეთა: ნიკოლოზ დინარიევისა, ვასილ პობედონოსცევისა, პრესვიტერთა და მოწამისა პავლე პარფენოვისა (+1918), მღვდელმოწამისა ტიმოთე ულიანოვისა, პრესვიტერისა (+1940)

ბეჭდვა
1კ1