ღირსი აბრაამ (სქემაში - ანტონ) კოჟეეზერელი (+1634) – 07 (20) ივნისი
ღირსი აბრაამ (სქემაში - ანტონ) კოჟეეზერელი (+1634) – 07 (20) ივნისი
ეს საკვირველი მამა მეთექვსმეტე საუკუნის დასასრულს, მდინარე ონეგის ნაპირას, სოფელ პრილუკში დაიბადა და ჭაბუკობაშივე დაემოწაფა წმინდა სერაპიონს.

წინამძღვართან ერთად მოსკოვს მოგზაურობისას თვით პატრიარქმა იობმა (ხსენება 19 ივნისს) დაასხა ხელი მღვდლად, წმინდა სერაპიონი კი აკურთხა, მონასტრისათვის ჩაედგა სული, თუმცა, მის იღუმენობაზე უარი თქვა.

ასე აღმოცენდა არხანგელსკის მიწაზე, კოჟეეზერის სიახლოვეს ღვთის განცხადების სახელობის სავანეს.

1611 წელს, წმინდა სერაპიონის გარდაცვალების შემდგომ, სავანის წინამძღვრად სწორედ ღირსი აბრაამი აირჩიეს, რომელსაც 23 წლის მანძილზე სიბრძნით განაგებდა და მამებთან ერთად შრომობდა სავანის მშენებლობაში, სულისთვის სარგო სიტყვის მისაღებად კი დროდადრო სტუმრობდა განდეგილ ნიკოდიმოსს, სავანიდან თხუთმეტიოდე კილომეტრში რომ იღვწოდა.

ღირსი აბრაამი 1634 წლის 7 ივნისს, დიდი სქემით შემოსვიდან მცირე ხანში მიიცვალა.

წმინდა მამაო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის!

სურათზე: კოჟეეზერსკის მონასტერი.
ბეჭდვა
1კ1