ღირსი ატალოსი, საკვირველმოქმედი - 06 (19) ივნისი
ღირსი ატალოსი, საკვირველმოქმედი - 06 (19) ივნისი
ამ წმინდა მამის ცხოვრების შესახებ ოდენ ის ვუწყით, რომ წუთისოფლის ამაოება უარყო, ბერად შედგა და მოშურნედ შეუდგა ღვაწლს: საზრდელს სამ, ოთხ, ხან კი - ხუთ დღეში ერთხელ იხმევდა, მწოლიარე ძილს არასოდეს ეძლეოდა, მხოლოდ ჩამომჯდარი თუ მითვლემდა რამდენიმე წუთით, რომ ღმერთთან განუწყვეტელი საუბარი არ შეეწყვიტა.

ამგვარი ცხოვრებით ღვთისგან დიდი მადლი მოიმუშაკა და სასწაულქმედების ნიჭიც მიიღო, რომლის წყალობითაც არა მხოლოდ ადამიანთ, ცხოველებსაც კურნავდა, ვის მიმართაც ისეთივე მოწყალე გახლდათ, როგორც კაცთა მიმართ.
წმინდა მამაო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის!

ბეჭდვა
1კ1