კეთილმსახური თავადი თეოდორე იაროსლავის ძე, ნოვგოროდელი (+1233) - 05 (18) ივნისი
კეთილმსახური თავადი თეოდორე იაროსლავის ძე, ნოვგოროდელი (+1233) - 05 (18) ივნისი
წმინდა თეოდორე, - ალექსანდრე ნეველის (ხსენება 23 ნოემბერს) უფროსი ძმა, უპოვართადმი განსაკუთრებულად მოწყალე გახლდათ.

ქორწინების წინა დღეს, 1233 წელს, იგი მოულოდნელად მიიცვალა და იურიევის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძარში დაიკრძალა.

1614 წელს ეს სავანე შვედებმა მიიტაცეს და გაძარცვეს, ძვირფასეულობის ძიებისას იქაურობა გადათხარეს, თავად თეოდორეს სამარეც გახსნეს და მისი სხეული უხრწნელი იხილეს, - თითქოს, ეს ესაა, მიიძინაო...

მოკლე ხანში ნოვგოროდელმა მიტროპოლიტმა, ისიდორემ მისი სხეული ნოვგოროდს, წმინდა სოფიას სახელობის ტაძარში გადააბრძანა, სადაც მრავალი სასწაულნი აღასრულა.
.........
ხსენება ღირსთა ბასიანასა და იონასი, სოლოვეცელ საკვირველმოქმედთა (+1561) - 05 (18) ივნისი

5 ივნისს ეკლესია ამ მოსაგრე მამების წმინდა ნაწილთა აღმოყვანებას აღნიშნავს.

ბეჭდვა
1კ1