წმინდა აქილე, ეპისკოპოსი ალექსანდრიისა (+312) - 3 ივნისი (16 ივნისი)
წმინდა აქილე, ეპისკოპოსი ალექსანდრიისა (+312) - 3 ივნისი (16 ივნისი)
წმინდა აქილე III საუკუნის დასასრულს მღვდლად ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსმა, თეონმა აკურთხა, სახელი სიბრძნითა და სახარებისეული ცხოვრების წესით განითქვა და თანამოძმეთ წმინდა ცხოვრების მაგალითად ექცა.

აქილეს რწმენის საფუძველთა სწავლება დაევალა, ერთხანს ერთ-ერთ სკოლასაც ხელმძღვანელობდა.

ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსის, წმინდა პეტრეს (ხსენება 24 ნოემბერს) მოწამებრივი სიკვდილის შემდგომ ხსენებულ კათედრას იგი ჩაუდგა სათავეში, თუმცა, ოდენ რამდენიმე თვით და ამ მოკლე დროის მანძილზე ძალა არ დაზოგა დევნილი ეკლესიის აღსადგენად.

წმინდა მამა 312 წლის 3 ივნისს მიიცვალა, ალექსანდრიის ეკლესიის კათედრა კი წმინდა ალექსანდრემ (ხსენება 29 მაისს) გადაიბარა.

ბეჭდვა
1კ1