წმინდა იაკობ გალიჩელი (XV-XVI) - 30 მაისი (12 ივნისი)
წმინდა იაკობ გალიჩელი (XV-XVI) - 30 მაისი (12 ივნისი)
წმინდა იაკობ გალიჩელი, რომლის ხსენებაც ძველი სტილით 30 მაისს (12 ივნისს) აღესრულება, XV საუკუნეში მოღვაწე ბერია. იგი მონაზვნად აღიკვეცა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის პაისი-გალიჩელის მონასტერში. ღირსი პაისი გალიჩელი იყო იაკობის ნათესავი. ბერად აღკვეციდან რამდენიმე წლის შემდეგ იაკობს იერომონაზვნად დაასხეს ხელი. ღირსი პაისის გალიჩელის ცხოვრებაში აღწერილია ამბავი, თუ როგორ გადაარჩინა გალიჩის მონასტრის მთავარი სიწმინდე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი წმინდა იაკობმა ხანძრის დროს. როდესაც მონასტერში ხანძარი გაჩნდა, იაკობი სენაკში იკო ჩაკეტილი. წმინდა ხატის ოქროსა და ვერცხლის ჩარჩო ცეცხლისგან სულ დამდნარი იყო, თავად იაკობს კი თმის ბეწვიც არ შეტრუსოდა.

გალიჩის მონასტერში გარკვეული დროით ცხოვრების შემდეგ იაკობმა დაიწყო ახალი მონასტრისათვის ადგილის ძებნა. ქალაქ გალიჩთან ახლოს სტაროტოჟში დააარსა ახალი მონასტერი. იგი მოხუცი გარდაიცვალა და დაკრძალეს მისივე დაარსებული მონასტრის მთავარი ტაძრის საკურთხევლის ქვეშ, რომელიც წმინდა ბორისისა და გლების სახელ¬ზე გახლდათ ნაკურთხი. წმინდა მამის საფლავზე სნეულები იკურნებოდნენ.

1925 წელს სტაროტოჟის მონასტერი დაიხურა. 1930 წლისთვის წმინდანის ნაწილები დაიკარგა. XXI საუკუნის დასაწყისში მონასტრის ადგილას გალიჩის პედაგოგიური სასწავლებელი დაარსდა.

ბეჭდვა
1კ1