წმინდა ეგნატე, როსტოვის ეპისკოპოსი (+1288) - 28 მაისი (10 ივნისი)
წმინდა ეგნატე, როსტოვის ეპისკოპოსი (+1288) - 28 მაისი (10 ივნისი)
ეგნატე ახალგაზრდა აღიკვეცა ბერად და დაიწყო ასკეტური ცხოვრება როსტოვის იოანე ნათლისმცემლის მონასტერში. ის ღვთისმოსაობით გამოირჩეოდა, ამიტომ მალე არქმანდრიტის ხარისხი მიიღო, შემდეგ კი როსტოვის მღვდელმთავრად დაასხეს ხელი. 1262 წელს მდინარე შექსნისა და თეთრი ტბის შესართავთან დააარსა წმინდა სამების სახელობის მონასტერი, რომელიც მისიონერულ ცენტრად იქცა.

ეპისკოპოსი ზრუნავდა ობლებზე, ქვრივებზე, ავადმყოფებსა და პატიმრებზე. ალექსანდრე ნეველის დიდი მხარდაჭერით და თანადგომით წმინდა ეგნატემ შეძლო შეერიგებინა ერთმანეთთან მუდმივად მეომარი რუსი თავადები.

წმინდა ეგნატე როსტოვის ეპისკოპოსი გარდაიცვალა 1288 წელს. დასაფლავების დღეს ზოგიერთმა მორწმუნემ იხილა, თუ როგორ ლოცავდა გარდაცვლილი მღვდელმთავრის სული ქალაქ როსტოვს და მის მცხოვრებლებს.


ბეჭდვა
1კ1