კეთილმსახური თავადი ტიმოთე, დოვმონტ-ყოფილი (+1299) - 20 მაისი (2 ივნისი)
კეთილმსახური თავადი ტიმოთე, დოვმონტ-ყოფილი (+1299) - 20 მაისი (2 ივნისი)
წმინდანი წარმოშობით წარმართი ლიტველია. 1265 წელს ლიტვაში მომხდარი სამხედრო გადატრიალების გამო მან სამას კაცთან ერთად დატოვა ქვეყანა და თავისუფალ ქალაქ ფსკოვში დასახლდა, აქვე მოინათლა ტიმოთეს სახელით. მალე ის ქალაქის თავადად, მმართველად აირჩიეს. 33 წელი იცავდა ქალაქს მტრებისგან, იყო სამართლიანი და მოწყალე გლახაკების მიმართ, იცავდა საეკლესიო კანონებს, მარხვებს და დიდად მლოცველი გახლდათ. მან ქალაქს შეუვალი გალავანი შემოარტყა და ბრწყინვალედ იმარჯვებდა შემოსეულ დანიელ და გერმანელ რაინდებზე. ყოველი გამარჯვების შემდეგ სამადლობელოდ ტიმოთე ტაძრებს აგებდა. მართალი ტიმოთე 1299 წელს გარდაიცვალა და წმინდა სამების ტაძარში დაკრძალეს. იგი იქცა ქალაქ ფსკოვის მფარველად და მრავალგზის შესწევია ფსკოველებს.

ბეჭდვა
1კ1