ღირსი სერგი შუხტომელი (+1609) - 19 მაისი (1 ივნისი)
ღირსი სერგი შუხტომელი (+1609) - 19 მაისი (1 ივნისი)
წმინდა სერგი წარმოშობით ყაზანიდან იყო. ნათლისღებით მას სტეფანე დარქვეს. ჰყვებიან, რომ სიყრმიდანვე ასკეტური ღვაწლისაკენ იყო მიმართული. შემდგომში, მხოლოდ კვირაში ორჯერ ჭამდა საჭმელს, იმასაც ორცხობილას და მცირეოდენ მწვანილს. დიდად აფასებდა მონაზვნურ ხარისხს, მაგრამ ბერობის ღირსად არ თვლიდა თავს, მთელი სიცოცხლე მწირობასა და წმინდა ადგილების მოლოცვაში გაატარა. მუდმივად მარხულობდა, და მიმჯდარს ეძინა მხოლოდ. თავისი წმინდა ცხოვრების გამო უფალმა მას მოუკლებელი ლოცვის, წინასწარმეტყველების და სასწაულმოქმედების მადლი უბოძა. მოილოცა კონსტანტინოპოლი, იერუსალიმი და სამშობლოში დაბრუნებული ნოვგოროდის მიწაზე ქალაქ ჩერეპოვცის მონასტერში აღიკვეცა ბერად, ორმაცდაათი კილომეტრის გავლის შემდეგ შუხტომის მონასტერში დაასრულა თავისი მიმომწირობა. წმინდა სერგი 79 წლისა გარდაიცვალა, 1609 წელს და მას მერე მის საფლავზე შუხტომის მონასტერში უამრავი სასწაული აღესრულება.

ხატის წყარო
....................

სლობოდის მხარის ახალმოწამენი - 19 მაისი (1 ივნისი)

19 მაისს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია მოიხსენიებს: მღვდელმოწამე კონსტანტინეს, კიევის მიტროპოლიტს (1937 წ.), ონოფრეს, კურსკისა და ობოიანსკის მთავარეპისკოპოსს, კრივოროჟის პირველ ეპისკოპოსს (1938 წ.), ალექსანდრეს, ხარკოვის მთავარეპისკოპოსს (1940 წ.) და სლობოდის მხარის ყველა ახალმოწამეს.

..............................

ბელგოროდელი ახალმოწამენი და აღმსარებელნი - 19 მაისი (1 ივნისი)

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მოიხსენიებს ბელგოროდელ ახალმოწამეებს. უმეტესი ნაწილი 1938 წელს ქალაქ ბლაგოვეშენსკის ციხეში აღესრულა.

ბეჭდვა
1კ1