წმინდა კეთილმსახური თავადი იოანე უგლიჩელი, მონაზვნობაში ეგნატე (+1522) - 19 მაისი (1 ივნისი)
წმინდა კეთილმსახური თავადი იოანე უგლიჩელი, მონაზვნობაში ეგნატე (+1522) - 19 მაისი (1 ივნისი)
წმინდა იოანე-ეგნატე ძე გახლდათ ქრისტესმოყვარე თავადის, ანდრია ვასილის ძე უგლიჩელის. იყო მშვიდი, მორჩილი. მან მამის სახლში ოცდაათი წელი იცხოვრა. ამ დროს დიდმა თავადმა იოანე III ვასილის ძემ, რადგანაც თათრების წინააღმდეგ ჯარი არ მიახმარა, ღალატში დასდო ბრალი თავის ძმას ანდრია უგლიჩელს და თავის ვაჟებთან ერთად ბორკილდადებული ქალაქ პერეიასლავის საპყრობილეში ჩაყარა. ამის მერე ჯერ ბლოზერსკში და შემდეგ ვოლოგდაში მიიყვანეს. სადაც ბორკილდადებულმა მკაცრი მეთვალყურეობით ოცდათორმეტი წელი გაატარა დილეგში. ის მშვიდად, ღმერთს მინდობილი იყო, ძმასაც ამხნევებდა და ეუბნებოდა, რომ ღმერთმა ეს მათი სულების ცხონებისთვის დაუშვა. რათა წამიერი განსაცდელით, საუკუნო სატანჯველისგან გვიხსნასო.

ოცდათორმეტწლიანი ტუსაღობის შემდეგ წმინდა იოანემ სიკვდილის მოახლოება იგრძნო. წმინდა დიმიტრის, პრულიცკის მონასტრის წინამძღვარს ბერად აღკვეცა სთხოვა. წმინდა იოანე ეგნატეს სახელით ბერად აღკვეცეს. მას მერე რაც ანგელოზის სქემა შეიმოსა, ეზიარა უფლის წმინდა სისხლსა და ხორცს. წმინდა ეგნატემ - იოანე-ყოფილმა ჯვარი გამოისახა და წარდგა უფლის წინაშე მისი უკვდავი სული. ირგვლივ საოცარი კეთილურნელება დატრიალდა და მთელ ქალაქში გავრცელდა. ეს მოხდა 1522 წლის 19 მაისს. წმინდანის სხეული წმინდა დიმიტრის პრულიცკის მონასტერში გადაასვენეს და ეკლესიაში საკურთხევლის ქვეშ დაკრძალეს.

ბეჭდვა
1კ1