ღირსი მაკარი ალტაელი (+1847) - 18 (31) მაისი
ღირსი მაკარი ალტაელი (+1847) - 18 (31) მაისი
ღირი მაკარი (გლუხარევი) დაიბადა 1792 წელს. დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემია, რომელსაც წმინდა ფილარეტი (ხს. 19 ნოემბერს) ხელმძღვანელობდა. შემდეგ ქალაქ ეკატერინოსლავის სემინარიაში გააგზავნეს მასწავლებლად. იქვე აღიკვეცა ბერად. მალე კიევის მღვიმევის მონასტერში (კიევ-პეჩორის ლავრა) დასახლდა და თავი საღმრთო ჭვრეტასა და წმინდა მამათა სწავლებების გადათარგმნას მიუძღვნა. წმინდა ფილარეტის დარიგებების გავლენით მიხვდა, რომ მისი მოწოდება მისიონერობა იყო და ციმბირის და ალტაის მხარის მოსახლეობის განსანათლებლად გაემართა. 1830 წელს, რამდენიმე სემინარიელთან ერთად, ტომსკის ალტაის სულიერი მისია დააარსა და ალტაურ ენაზე გადათარგმნა წმინდა წერილი. ის ბევრს მოგზაურობდა, კუთხე არ დაუტოვებია უნახავი. არ ზოგავდა თავს, გადადიოდა მთის მდინარეებს, ციცაბო ბილიკებს, სიცივეში, სიცხეში და ყველგან მიჰქონდა ღვთის სიტყვა. დააარსა ათობით ეკლესია, სადაც გახსნა სამრევლო სკოლები. მისი ქადაგება და წმინდა ცხოვრება კეთილ გავლენას ახდენდა ადამიანებზე, მათგან ბევრი მოინათლა. საოცარი იყო, როგორ უძლებდა ამდენ ღვაწლს ავადმყოფი. ამ დროს ის უკვე ფიქრობს მკვიდრ მოსახლეობაში წერა-კითხვის გავრცელებაზე. დიდი შრომა გაიწია ალტაური ანბანის და დამწერლობის შესაქმნელად. ახალმოქცეულებს ყველანაირად ეხმარებოდა, უშენებდა სახლებს, ყიდულობდა მათთვის პირუტყვს, მიწის დასამუშავებელ იარაღს, მარცვლოვანი კულტურების თესლს, მოკლედ, უმსუბუქებდა ცხოვრებას.

1841 წელს წმინდა მაკარი ალტაის მისიიდან გადაიყვანეს და წმინდა სამების ლავრის წინამძღვრად დანიშნეს. წმინდა მაკარი ავად შეიქნა და 1847 წელს გარდაიცვალა.



ბეჭდვა
1კ1