წმინდა სტეფანე, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (+893) - 17 (30) მაისი
წმინდა სტეფანე, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (+893) - 17 (30) მაისი
წმინდა სტეფანე უმცროსი ვაჟი იყო იმპერატორ ბასილი მაკედონელისა და ძმა იმპერატორ ლეონ VI ბრძენად წოდებულისა. ადრეული წლებიდანვე იგი გამოირჩეოდა სათნოებებით და დიდი გონიერებით. მოწაფე და სინკლერი გახლდათ პატრიარქ ფოტიოსისა. მღვდლად ეკურთხა პატრიარქ ფოტიოსის დროს. 886 წელს პატრიარქი ფოტიოსი იძულებული გახდა, მეორედ დაეტოვებინა მღვდელმთავრის ტახტი. კონსტანტინოპოლის კათედრაზე არჩეულ იქნა წმინდა სტეფანე.

სახარებისეული სულით ზრუნავდა და ხელმძღვანელობდა იგი პატრიარქების - ფოტიოსის და ეგნატეს მომხრეებად გაყოფილ ეკლესიას. მღვდელმთავარმა თავი გამოიჩინა, როგორც ფხიზელმა მწყემსმა და მართლმადიდებელი რწმენის დამცველმა. იყო მოწყალე, ქომაგი გაჭირვებულთა, ზრუნავდა ქვრივ-ობლებზე, მფარველობდა დევნილთ. წმინდა პატრიარქმა სტეფანემ ღირსეულად შეასრულა ეს მისია ექვსი წლის მანძილზე და მიიცვალა მშვიდობით 893 წელს. დაასაფლავეს სიკელიის მონასტერში.

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1