წმინდა ნეადი სასწაულმოქმედი - 16 (29) მაისი
წმინდა ნეადი სასწაულმოქმედი - 16 (29) მაისი
არ არის ცნობილი, როდის ცხოვრობდა წმინდა ნეადი. მხოლოდ ის ვიცით, რომ იგი ეპისკოპოსი გახლდათ. იყო ვითარცა უხორცო არსება, მოუკლებლად მარხულობდა და ლოცულობდა და სათნოებებით და სასწაულმოქმედების ძალით იგი ვარსკვლავივით ბრწყინავდა თავის ეკლესიაში. იყო თავაზიანი და თავმდაბალი. ყველას ეხმარებოდა, ვისაც დახმარება სჭირდებოდა და ქადაგების მადლით აღაფრთოვანებდა სამწყსოს და იფარავდა მათ სულიერი მგლებისგან. წმინდა ნეადს ბიზანტიური სვინაქსარი მოიხსენიებს.

ბეჭდვა
1კ1