წმინდა თეოდორე განწმენდილი, მოწაფე პახომი დიდისა (+368) - 16 (29) მაისი
წმინდა თეოდორე განწმენდილი, მოწაფე პახომი დიდისა (+368) - 16 (29) მაისი
წმინდა თეოდორეს მდიდარი და სახელოვანი მშობლები ჰყავდა. დედამისს შვილებში ის ყველაზე მეტად უყვარდა თავისი გონებისა და კეთილწესიერების გამო. ერთხელ ნათლისღების დღესასწაულზე, როცა თეოდორე თორმეტი წლის იყო, მისმა მშობლებმა სადღესასწაულო სუფრა გააწყვეს. ამგვარი მდიდრული სუფრის დანახვაზე ყრმა თეოდორემ საკუთარ თავს უთხრა: "თუკი შენ ამ საჭმელს შეჭამ, ღმერთი არ გიბოძებს მომავალი საუკუნო სიცოცხლის სიკეთესო". განმარტოვდა, მუხლი მოიდრიკა და ღმერთს ცრემლმორეულმა შეჰღაღადა:

- არ მინდა, ღმერთო, ეს ხრწნადი საჭმელი, რომელსაც წარწყმედისკენ მივყავარ; მაგრამ მსურს შენთან ყოფნა და იმ სიტკბოების ხმევა, რომელიც ერთგულებს განუკუთვნე სხვა სამყაროში.

იმ ღამეს, მიუხედავად მშობლების თხოვნისა, თეოდორეს არაფერი უჭამია. მას მერე ერთხანობა კიდევ ცხოვრობდა მშობლების სახლში, მუდმივად მარხულობდა, ლოცულობდა და... ტიროდა. ამ ცრემლთა დენისგან ყრმას თვალებიც კი ასტკივდა. თეოდორეს სახლის სიახლოვეს მამათა მონასტერი იყო, სადაც მამები ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. თეოდო¬რე ამ მონასტერში მივიდა და შემონაზვნება მოისურვა. ის იქ ყველამ შეიყვარა თავმდაბლობის და გონიერების გამო.

მონასტერში ტრადიციად ჰქონდათ, ყოველ საღამოს შეკრებილიყვნენ სულიერი საუბრებისთვის. ერთ-ერთ ასეთ საღამოს ვინმე ბერმა, რომელმაც ცოტა ხნით ადრე პახომი დიდის მონასტერი მოინახულა, გაიხსენა წმინდა წერილის ერთი ადგილის წმინდა პახომისეული განმარტება. ბერი აღფრთოვანებით ჰყვებოდა ტავენისის მონასტრის ტიპიკონზე, იქ არსებულ გარემოზე, თუ როგორი სიყვარულით შეხვდნენ ძმები და განსაკუთრებით ღირსი პახომი. მონათხრობმა ძლიერ იმოქმედა ყმაწვილ თეოდორეზე. წმინდა პახომის ნახვა მოუნდა და მას მერე ღმერთს ოთხი თვე მხოლოდ ამას შესთხოვდა. რადგან ფიქრობდა, პახომის მიერ უკეთ შეიცნობდა ღმერთს და გაიგებდა მის წმინდა ნებას.

იმ მონასტერში, სადაც თეოდორე ცხოვრობდა, ღირსი პახომის მონასტრის ბერი მამა პეჩოში მოვიდა. მან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მამებზე. თეოდორემაც გაიცნო იგი და მამა პეჩოშს ღირს პახომთან წაყვანა სთხოვა. მაგრამ, მამა პეჩოშს თეოდორეს მშობლების რისხვის ეშინოდა და უარი უთხრა. წასვლის დრო რომ მოუწია მამა პეჩოშს, ზოგიერთ ბერთან ერთად ნავში ჩაჯდა და ნილოსს დაუყვა, თეოდორე მას ხმელეთით ჩუმად გაჰყვა. კარგა ხანს რომ იარა, ბერებმა შეამჩნიეს ბიჭი და ბერს მისი ნავზე აყვანა სთხოვეს. ბოლოს, მივიდნენ ტავენისის მონასტერში. მაშინ წმინდა თეოდორე 14 წლისა იყო. ეპისკოპოს ამონის მონა-თხრობით, ვიდრე თეოდორე ტავენისის მონასტერში მოვიდოდა, ღირსმა პახომიმ იწინასწარმეტყველა მისი მისვლა.

წმინდანმა თბილად მიიღო ყმაწვილი და მონასტერში დატოვა. გახარებული თეოდორე დიდი მოშურნეობით ცდილობდა სათნო ჰყოფოდა ღმერთს. წმინდა პახომის ხშირი საუბრები მონაზვნური სრულყოფილების მოპოვების გზას უჩვენებდა.

ერთხელ ღირსმა პახომიმ ძმებთან საუბრისას ასეთი აზრი გამოთქვა: "თუ კაცს აქვს ჭეშმარიტი ხედვა, მაშინ ის არ შესცოდავს, არც ღვთის და არც მოყვასის წინაშეო". მას მერე თეოდორე გულმოდგინედ ევედრებოდა უფალს, ჭეშმარიტი ხედვა მიეცა. ხშირად ტიროდა ხოლმე, რომ შორს იყო ჭეშმარიტი ხედვისგან. წმინდა პახომი ჭვრეტდა ყმაწვილის სულს და შეხვედრისას ყოველთვის აქეზებდა თეოდორეს, - ეცადე, ჭეშმარიტი ხედვა შეიძინოო.

ერთხელ, შუაღამისას იხმო თეოდორე, სავსე მთვარე გარემოს ანათებდა, ცა ვარსკვლავებით იყო მოჭედილი, რომელიც ყმაწვილის გონებას საერთო შემოქმედისკენ აღიტაცებდა. ღირსმა პახომიმ უთხრა თეოდორეს:

- გეშინოდეს ღვთისა მთელი შენი ცხოვრების მანძილზე; გახსოვდეს, რომ სწორედ მან შეგვქმნა თავის ყველა ქმნილებასთან ერთად და ჩვენ ყველა მის ხელში ვართ. როცა შენ ღვთის შიში გექნება და იფიქრებ, რომ უფალი ყოველ გულის მოძრაობას ხედავს, ეცადე, არ შესცოდო მის წინაშე და უეჭველად მიიღებ ღვთის შეწევნას. განადიდე ის ყოველდღე.

ცრემლთა სიუხვე ამტკიცებდა ამ საუბრების გულწრფელობას. მოძღვართან ამგვარი საუბრები ხშირად იმართებოდა. პახომი დიდის თითოეულ სიტყვას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ღისი მამა თითქოს შეამზადებდა თეოდორეს მომავალი მსახურებისთვის, როცა ის მონაზვნების სულიერი დამრიგებელი იქნებოდა. ღირსი პახომი მის ყოველ სიტყვასა და საქმეს ყურადღებით აკვირდებოდა.

ერთხელ თეოდორე ერთ ძმას შეხვდა, რომელიც სამორჩილო საქმიდან მხარზე ხალიჩაგადაკიდებული ბრუნდებოდა. ჰკითხა, სად იყავიო. ღირსმა პახომიმ ეს რომ გაიგო, თეოდორე მოიხმო და უთხრა:

- იცოდე, თეოდორე, ყოველ წამს შენი გულის ბატონი უნდა იყო. ნუ ჰკითხავ შენს ძმას: სად მიდიხარ? ეს შეიძლება ჩვევად გექცეს. რად გჭირდება ამის თქმა? ამით არც ანუგეშებ და არც მაცხოვნებელია.

თეოდორე ხშირად იმეორებდა მოძღვრის ამ დარიგებას და დიდ მნიშვნელობას აძლევდა.

ერთხელ მოძღვარს შესჩივლა, თავი მტკივაო. პახომიმ უთხრა, რომ მორწმუნე კაცი სხვებთან თავის სნეულებაზე არ უნდა საუბრობდეს, იმ შემთხვევის გარდა, როცა ავადმყოფობას სხვებისგან ვერ დამალავსო. ამგვარ სნეულებებს მოთმინებით უნდა გაუძლოს, რაც ერთგვარი მოწამეობააო. ის დღე იყო და ის დღე. თეოდორეს არც თავის ტკივილზე (რაც ოცი წელი ტანჯავდა) არც შემდგომში სხვა სნეულებებზე სიტყვა არავისთან დაუძრავს. იქ მყოფ მონაზონთაგან ისე არავინ მოაკვდინებდა სხეულს, როგორც თეოდორე. მხოლოდ საღამოს ჭამდა საჭმელს, ხან დღეგამოშვებით იღებდა საზრდელს. ზოგჯერ საჭმელს ჭამდა და წყალს სვამდა ორი დღის შემდეგ. მოხარშულ საჭმელს მხოლოდ ავადმყოფობის დროს იღებდა. ტკბილ და სასიამოვნო ხილს არ ეკარებოდა. ღამეებს მღვიძარებაში ატარებდა და მცირე ხანში მრავალი სულიერი ნაყოფი მოიხვეჭა. წმინდა თეოდორე მთელი სულით მიეჯაჭვა თავის სულიერ მამას. მაგრამ, უფრთხოდა ნათესავებთან შეხვედრას. ტავენისის მონასტერში მისი შემონაზვნებიდან ექვსი წლის თავზე, სავანეში დედამისი მოვიდა, რომელმაც თან ესნეს ოლქის ეპისკოპოსის წერილი მოიტანა. მღვდელმთავარი პახომი სთხოვდა, დედისთვის შვილთან შეხვედრის ნება მიეცა. პახომიმ მოიხმო თეოდორე და უთხრა, რომ დედა ენახა, მაგრამ ყოველთვის მორჩილმა თეოდორემ უარი უთხრა: განა უფალმა არ გვასწავლა, რომ მშობლები და სხვა ნათესავები მასზე მეტად არ უნდა გვიყვარდესო. პახომიმ უთხრა, რომ სახარების მცნების დარღვევას კი არ სთხოვდა, ეცოდებოდა დედამისი, რომელიც მოთქვამდა და შვილთან შეხვედრას ითხოვდა. მაგრამ თეოდორე მაინც უარზე იდგა. ზოგიერთმა ძმამ მოისურვა, მცირედით მაინც ენუგეშებინათ თეოდორეს დედა და მონასტრის გარეთ მონაზვნების საერთო საქმე მოიგონეს. თეოდორეც ამ სამუშაოზე გავიდა. დედამაც მცირედით ინუგეშა იმით, რომ შორიდან მაინც მოჰკრა თვალი თავის ვაჟს.

ერთხელ, მონასტერში თეოდორეს ძმა, პაფნუტი მოვიდა, რომელმაც მონაზვნობის სურვილი გამოთქვა, იმ პირობით, თუ თეოდორესთან იქნებოდა. ეს ნათქვამი თეოდორეს არ მოეწონა და ძმის ნახვაც კი არ უნდოდა, მაგრამ მამა პახომიმ დაარწმუნა, ენახა. თეოდორემ ძმას უთხრა:

- თუ აქ ჩემი გულისთვის მოხვედი, მაშინ უკან გაბრუნდი, მაგრამ თუ ღვთისთვის მოსულხარ, მაშინ რატომ არ თანხმები მონაზვნობას, ვიდრე მე არ მნახავ?

თეოდორემ ძმა მონასტერში შეიყვანა. მაგრამ, ერთხელ, როცა პაფნუტი უნებართვოდ მის კელიაში შევიდა, თეოდორე გაცხარდა და თქვა, რომ არ სურდა ერისკაცებივით ხორ¬ციელ ნათესავებზე ყოფილიყო მიჯაჭვული, "ნება მომეცი, სხვა ძმებივით თანასწორად გექცეოდე, რადგან აქ ჩვენ შორის განსხვავება არ არის და ყველანი ჩვენი აბბას შვილები ვართო".

მისმა მკაცრმა სიტყვებმა გაამწარა პაფნუტი, მივიდა მამა პახომთან და სთხოვა, შინ დაბრუნების ნება მიეცა, რადგან ვერ აიტანდა თეოდორესგან ამგვარ მოპყრობას. მაშინ პახომიმ მოუხმო თეოდორეს და მკაცრად ჰკითხა:

- ასე სასტიკად რატომ დაელაპარაკე? ნუთუ არ იცი, რომ ის ახალნერგია? ხომ არ ფიქრობ, რომ ვინც აქ მოვა მონაზვნობისთვის, უკვე გულში ღვთის შიში ექნება? არიან ადამიანები, რომლებიც აქ სულის ცხონებისთვის მოდიან, ბევრი სხვა კი სხვა მიზეზით.

პახომიმ თეოდორეს მიუთითა, რომ მონაზვნები ასეთ ადამიანებს სრული მოთმინებით უნდა მოეპყრონ და ელოდონ, როდის შეწყვეტენ ისინი ხორციელ ბრძნობას და შეიცნობენ ღვთის გზას. შემდეგ კი თეოდორეს მონაზვნურ ცხოვრებაში თავისი ძმის ხელმძღვანელობა დაავალა.

წმინდა პახომის სრული მორჩილი თეოდორე სულიერადაც წარემატებოდა. წმინდა პახომი მასთან ბევრ მონაზონს აგზავნიდა დარიგებებისა და ნუგეშინისცემისთვის. ხშირად მისი სიტყვა უფრო სჭრიდა, ვიდრე წმინდა პახომისა და ძმაც დამშვიდებული ბრუნდებოდა უკან.

ადვილი არ იყო წმინდა პახომისთვის მრავალრიცხოვანი ძმობის მართვა, რომელიც ცხრა მონასტრისგან შედგებოდა, დამხმარე სჭირდებოდა. ამ დროს ღვთისგან ეუწყა, რომ დამხმარედ თეოდორე აერჩია. თეოდორე განწმენდილი არა მხოლოდ საკუთარი სათნო ცხოვრებით გამოირჩეოდა, კარგად იცოდა წმინდა წერილი და ქადაგების ნიჭი ჰქონდა. ერთ კვირა დღეს მან თეოდორეს ძმებისთვის ქადაგება უბრძანა. თვითონ იქვე იდგა და ყურადღებით უსმენდა. მაგრამ ეს არ მოეწონა ზოგიერთ მხცოვან ბერს, - ახალგაზრდა გვასწავლისო და კრება დატოვეს. ქადაგების დასრულების შემდეგ პახომიმ იხმო კრებიდან გასული ბერები და შურიანობა უსაყვედურა. უთხრა, ღვთისაგან შენდობას არ მიიღებთ, თუ არ შეინანებთო. ბევრი გონს მოიყვანა მოძღვრის მკაცრმა სიტყვებმა, მაგრამ დარჩნენ ისეთებიც, რომლებსაც არც თეოდორეს დანახვა უნდოდათ, არც მისი ხმის გაგონება. თუმცა თეოდორე მათ, პირიქით, სიყვარულითა და დიდი ყურადღებით ეპყრობოდა.

მალე პახომიმ თეოდორე ტავენისის მონასტრის მაშენებლად დაადგინა, თვითონ კი საცხოვრებლად სხვა, პებოუს მონასტერში გადავიდა. გახდა რა ტავენისის მონასტრის ხელმძღვანელი, წმინდა თეოდორე ხშირად მიდიოდა პებოუში აბბა პახომისთან რჩევის საკითხავად, ანდა მისი ქადაგებების მოსასმენად, შემდეგ კი უკან დაბრუნებული ძმობას უყვებოდა მოსმენილს. აბბა პახომის ჩვევად ჰქონდა, ქადაგების, დამოძღვრის შემდეგ, მონაზვნებს მოსმენილს ამეორებინებდა. წმინდა თეოდორემაც ეს ჩვევა შეითვისა.

წმინდა პახომიც ზოგჯერ მიდიოდა ტავენისის მონასტერში და იქ ძმებს ცალ-ცალკე თუ ერთად ესაუბრებოდა. მისი სიბრძნე, სათნოებები, განსაკუთრებით მისი თავმდაბლობა ნებისმიერი, თუნდაც მონასტერში ყველაზე უმცროსი ბერის მიმართ, ყველა დარიგებაზე მეტად მოქმედებდა.

პახომი ყურადღებით აკვირდებოდა თეოდორეს ქცევას, რათა დროულად მიეცა კეთილი რჩევა. როცა თეოდორე მკაცრად არ ასრულებდა პახომის დადგენილ კანონებს, მოძღვარი მიუთითებდა ხოლმე, რომ აუცილებელი იყო მონაზვნები ყველაფერში დამორჩილებოდნენ მას. ერთხელ წმინდა პახომიმ ყური მოჰკრა საფუნთუშეში ორი ბერის საუბარს, რომელიც თეოდორემ არაფრად ჩათვალა. მაშინ ღირსმა პახომიმ მკაცრად და დაჟინებით მოსთხოვა თეოდორეს ყველა კანონი ზედმიწევნით დაეცვათ მონასტერში.

წმინდა თეოდორე სულიერად წარემატებოდა და როცა გულის სიწმინდისა და სულიერი სიბრძნის უმაღლეს საფეხურს მიაღწია, ღირსმა პახომმა ის ტავენისის მონასტრიდან თავისთან პებოუში გადაიყვანა, რათა მასთან ერთად ემართა მონასტრები. ახლა უკვე ხშირად ავალებდა მნიშვნელოვან საქმეებს, თავის ნაცვლად აგზავნიდა ძმების სულიერი მდგომარეობის გასაგებად და სულების სამკურნალოდ. როცა წმინდა პახომი სახარებას განმარტავდა, გვერდით მოისვამდა თეოდორეს. უკვე ხშირად ავალებდა თავის ნაცვლად ქადაგების წარმოთქმას. მისი სიტყვა ძალზე კეთილნაყოფიერად მოქმედებდა მსმენელზე. ის სიყვარული, რაც წმინდა თეოდორეს ყველა ადამიანის მიმართ ჰქონდა, შესაძლებლობას აძლევდა, ძმების სულიერ საჭიროებას ჩასწვდომოდა და შესწეოდა მას ბრძნული და თბილი სიტყვით. ღირსი პახომი კი თეოდორესთვის გონიერი მრჩეველი და მკაცრი მამხილებელი იყო, რათა თეოდორე იმ ზნეობრივი სიწმინდისა და სულიერი სიბრძნის საფეხურზე არ გაჩერებულიყო, რომელსაც მიაღწია და უფრო და უფრო სრულყოფილიყო.

მამა პახომისა და მისი მემკვიდრის, მამა პეტრონიას გარდაცვალების შემდეგ, თეოდორე ბრძენი ხელმძღვანელი იყო ტავენისის მთელი მონასტრებისა, ხშირად ეხმარებოდა მათ მართვაში აბბა ორსისს. ღვაწლისა და სიბრძნის გამო მას განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა წმინდა ათანასე დიდი. წმინდა თეოდორე წმინდა პახომის გარდაცვალებიდან ოცი წლის შემდეგ აღესრულა, დაახლოებით 368 წელს. უზომო იყო მონაზვნების და აბბა ორსისის მწუხარება, მათ ტკივილს იზიარებდა წმინდა ათანასე ალექსანდრიელი. მან ძმებს სანუგეშოდ დიდი ეპისტოლე გამოუგზავნა, სადაც ბევრს და ხატოვნად საუბრობდა წმინდა თეოდორე განწმენდილის სათნოებებსა და ღვაწლზე.

კონდაკი

სახლსა შინა ღმრთისასა, ვითარცა ფინიკი, აღყვავენ შენ, ხოლო ნაყოფნი სათნოებათანი უფლისასა შესწირენ მარხვითა სახარულევანითა, მამაო ღირსო; ამისთვის სანატრელ ხარ, ვითარცა უხორცოთა თანა მოდასე.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.03.2024
წმინდა ათანასეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს 01 იანვარს (გარდაცვალების დღეს);
28.03.2024
1 (14 იანვარს), დიუსელდორფის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძრის მართლმადიდებლური მრევლი აღნიშნავს წმიდა ბერის კლარუს სელიგენშტადტელის ხსენებას.
28.03.2024
წმინდანი დაიბადა პატარა სოფელში, რომელსაც ახლა უწოდებენ სენ-კლერ-დიუ-რონს (Saint-Clair-du-Rhone), ისერში (Isère),ვენის სამხრეთით, საფრანგეთში.
28.03.2024
ღირსი კუან ირლანდიელი (მოკუა, მონკანი, მონკაინი, კლაუნი; ირლანდიური. Cuan, Mochua, Moncan, Moncain, Claunus) ცხოვრობდა მე-6 საუკუნის ირლანდიაში.
28.03.2024
ღირსი მამა წარმოშობით ბრეტანიდან იყო. ის შესაძლოა წმინდანების კადფანის და ჰივინუსის ბიძაშვილი იყო. მალრისი გადავიდა ბრიტანეთში,
26.03.2024
მცირე აზიაში, ბითინიაში, პრუსას (დღევანდელი ბურსა) სიახლოვეს მდებარეობდა ქალაქი ტრიგლია (დღევანდელი ზეიტინბაღი), რომელიც ბიზანტიურ ეპოქაში ცნობილი იყო თავისი მონასტრებით, ესენია:
26.03.2024
წმ. ევგენდი გახლდათ კონდატის (იურას) მონასტრის მეოთხე აბატი, დაიბადა დაახლოებით 449 წელს იზერნორში, აინში, ფრანშ-კონტეში;
26.03.2024
თავის წიგნში "ინგლისელი ხალხის საეკლესიო ისტორიაში" წმინდა ბედა წერდა:
31.01.2024
სენაკი, სამეგრელოს ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქი თავისი ტრადიციებით, საუკეთესო წარმომადგენლებით, განათლებით, კულტურით,
30.11.2023
ქართული ეკლესია წელს, 2 ნოემბერს, პირველად აღნიშნავს წმინდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler