წმინდა პავსიკაკე, სინადის ეპისკოპოსი (+606) - 13 (26) მაისი
წმინდა პავსიკაკე, სინადის ეპისკოპოსი (+606) - 13 (26) მაისი
წმინდა პავსიკაკე სირიის ქალაქ აპამეადან იყო. მისი მშობლები ცნობილი, კეთილშობილი, ჭეშმარიტ ქრისტიანულ სათნოებათა აღმასრულებელნი იყვნენ. წმინდანი მათი გავლენით ჯერ კიდევ მცირე ასაკში მიეცა მკაცრ მარხვას, ლოცვას და სხვა უმკაცრეს მოსაგრეობას, და შემდგომში მონაზვნადაც აღიკვეცა. მცირეოდ პურსა და წყალს იღებდა და იმხელა მადლი მოიპოვა ღვთისაგან, რომ ლოცვით სულიერ და ხორციელ სნეულებებისგან განკურნავდა ხალხს. ეშმაკეულებს კურნავდა, ბრმას თვალის ჩინს უბრუნებდა, დაკრუნჩხულს განმართავდა და მრავალ საკვირველ სასწაულს მოიმოქმედებდა. მის შესახებ კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსმა კვირიაკოსმაც შეიტყო და ეპისკოპოსად ხელდასხმის მერე ჩრდილოეთ ფრიგიაში ქალაქ სინადის სამწყსო ჩააბარა.

მას შემდეგ რაც ეპარქია ჩაიბარა, ახალდანიშნულმა მღვდელმთავარმა თავის სამწყსოდან განდევნა სულიერი მგლები-ერეტიკოსები. სიტყვის ლახვრით ეკლესიის სხეულიდან აღმოკვეთა, დასნეულებული, დაჩირქებული ნაწილი, რომ ეს სნეულება ჯანმრთელ ნაწილზეც არ გადასულიყო. ის მოშურნედ იღვწოდა თავის სამწყსოზე და შეეწეოდა სულის საცხოვნებელ საქმეებში. ღირსმა მამამ კონსტანტინოპოლშიც იმოგზაურა და იქ იმპერატორი მავრიკიოსი განკურნა სნეულებისგან, რისთვისაც იმპერატორმა ერთი ლიტრა ოქროთი დააჯილდოვა. როცა ღირსი მამა კონსტანტინოპოლიდან სინადში ბრუნდებოდა, სოლონში ყოფნისას, მან ლოცვით მიწიდან წყალი ამოადინა, რათა მის თანამგზავრებს წყურვილი დაეცხრო. ამგვარად, ღვთისმოშიშად, და ღვთივსათნოდ განვლო ცხოვრება და 606 წელს აღესრულა.
...................................

ღირსი ნიკიფორე, ეფასიოსის მონასტრის ხუცესი - 13 (26) მაისი

როგორც მონასტრის, ისე წმინდანის შესახებ, არაფერია ცნობილი. წმინდა ნიკიფორეს საბერძნეთის ეკლესია მოიხსენიებს.



წმინდა გამალიელ მართალი, სჯულისმოძღვარი (I) - 13 (26) მაისი

წმინდა პავლე მოციქულის მასწავლებელი, მართალი გამალიელი ცალკე მხოლოდ პარიზის IX საუკუნის ლექციონარშია მოხსენიებული.

ბეჭდვა
1კ1